გავაქარწყლოთ მითები SPF-ის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სილამაზის საზაფხულო სკოლაში! ამ გაკვეთილის თემაა - SPF და მითები მის შესახებ.

მითი № 1. “ღრუბლიანი დღეა ე.ი. მე არ მჭირდება მზისგან დაცვა”
კანის კიბოსთან ბრძოლის ფონდთან შეთანხმებით გაცნობებთ, რომ 80% -იან მზის გამოსხივებას ღრუბელი არ აფერხებს, ამიტომ ღრუბლიან ამინდშიც აუცილებელია მზის დამცავი საშუალებების გამოყენება ინდექსით 15.

მითი № 2. “მე მუქი კანი მაქვს და ამიტომ არ მჭირდება მზისგან დაცვა”
მუქი კანის მქონე ადამიანები არც ისე სწრაფად იწვებიან, როგორც თეთრკანიანი ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ მაინც ესაჭიროებათ დაცვა. რატომ? ვინაიდან მუქი კანი სიწითლემდე არ იწვება, ის ისევე ზიანდება და მტკივნეულია მზის დამწვრობის შემდეგ. ასევე შავკანიანი ადამიანების კანის ნაკლებადაა მიდრეკილი კანის კიბოსკენ, მათთვის ძნელია დიაგნოზის დასმა, რაც სერიოზულად აძნელებს მკურნალობას, ასე რომ დაიცავი თავი მზის გამოსხივებისგან.

 

მითი № 3. “რაც უფრო მაღალის SPF-ის ხარისხი, მით უფრო საიმედოა მზეზე გარუჯვა”
SPF აჩვენებს, რამდენად ნელა წითლდება კანი დაუცავ კანთან შედარებით მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. როგორ ხდება ეს: თუ დაცვის საშუალებების გარეშე კანი 30 წთ-ში წითლდება, თეორიულად კოსმეტიკური საშუალება SPF 15-ი გაზრდის ამ დროს 15-ჯერ.

ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ ულტრაიისფერი სხივები საშუალო ტალღური დიაპაზონით, ასე ვთქვათ УФ-Б სხივი, ზიანს აყენებენ ჩვენს კანს, სინამდვილეში დაცვა აუცილებელია УФ-А სხივებისგანაც (გრძელ ტალღოვანი დიაპაზონით). ვინაიდან არცერთი მზისგან დამცავი საშუალება არ უზრუნველყოფს სრულ დაცვას, მიიღე დამატებითი ზომები: მზიან ამინდში ატარე თავსაბური, მზის სათვალე და დიდხანს იყავი ჩრდილში.


მითი № 4. “მზისგან დამცავი საშუალებები იწვევს ჩემი კანის  გაღიზიანებას”
თუ მზის დამცავი საცხი იწვევს კანის გაღიზიანებას, გამოიყენეთ უნივერსალური ლოსიონები, რომლებიც სპეციალურად სახისთვისაა შექმნილი. შეარჩიე შემადგენლობა, რომელიც შენს სახის კანს მოუხდება. წყალზე დამზადებული მსუბუქი საშუალებები არ დატოვებენ თქვენს კანზე არასასურველ ბრწყინვალებას, ხოლო ყოველდღიური გამოყენებისთვის ისარგებლე სახის სპეციაულური საცხით, რომელიც მიუხედევას მზისგან დამცავი ფუნქციისა განაპირობებს გადაჭრას თქვენი კანის სპეციფიკური პრობლემები. ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს დღის კრემი-კონცენტრატი, სახის კანის ტონის გამათანაბრებელი SPF 45 «ბიოკლინიკი».

მითი № 5. “მზისგან დამცავ საშუალებებს არ გააჩნია სარგებლობის ვადა”
მზისგან დამცავი საშუალებებით, რომლებითაც სარგებლობდით რამდენიმე წლის წინ ცხადია უკვე უვარგისია. შემოწმეთ გამოშვების თარიღი.

მითი № 6. “სოლარიუმში გარუჯვა ზოგჯერ დასაშვებია”
აკრძალულია. სოლარიუმში შენი კანისგან გამოიყოფა ულტრაიისფერი სხივები 12-ჯერ მეტი, ვიდრე ცხელი ზაფხულის შუადღეს, სოლარიუმი იწვევს პიგმენტაციის დარღვევას და ნაოჭების გაჩენას, ასევე იწვევს კანის კიბოს გაჩენას. თუ შენ ასე გეჩქარება ბრონზისფერი კანით თავის მოწონება ზაფხულის სეზონის დადგომამდე გამოიყენე ავტო-რუჯის საშუალებები.

მითი № 7. “და რაც შეეხება ვიტამინ D-ს?”
ვიტამინი D  აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. იგი უნიკალურია იმით, რომ ჩვენს ორგანიზმს თავად შეუძლია გამოიმუშაოს ის მზის სხივების მეშვეობით. ამისთვის საკმარისია გაატარო დღეში 15 წთ მზეზე SPF შემცველი დაცვის საშუალებით. მაგრამ ჩვენ გირჩევთ მიიღოთ D ვიტამინი საკვებთან ერთად. მას შეიცავს რძის პროდუქტები, ცხიმიანი თევზი, ლოსოსი და ასევე მრავალფეროვანი საკვები დანამატები და ვიტამინები.

ტექსტი: ფოტო: Oriflame and Shutterstock

შეიძინეთ ახლავე

ანალოგიური სტატიები