1. ატენიანებს კანს
კიტრის ექსტრატი 95%-ით წყლისგან შედგება, რის გამოც ის კანის მოვლის პროდუქტების იდეალურ ინგრედიანტს წარმოადგენს როგორც მშრალი კანისთვის, ასევე კანისთვის, რომელიც დატენიანებას მოითხოვს. ამასთან, კიტრის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის ტონის გაღიავებას და ანიჭებს მას ბზინვარებას. ყოველმხრივ სასარგებლოა!
2. შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს და ანტიოქსიდანტებს
კიტრში არის მაგნიუმი, კალიუმი, ბიოტინი, ვიტამინები А და В1, რომლებიც უზრუნველყოფენ კანისა და თმის დატენიანებას, ანიჭებენ სიმკვრივეს, იცავენ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. კიტრის წვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის აღდგენა და პიგმენტაციის შემცირება. ქერქს გააჩნია გამაძლიერებელი თვისება და ხელს უწყობს კანისთვის სიმკვრივის მინიჭებას. ხოლო ანტიოქსიდანტი ყავის მჟავა ანტიასაკობრივი თვისებებით ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს.
3. აგრეთვე ვიტამინი C
ყველაზე ჯადოსნური ვიტამინი. ახდენს აღმდგენ გავლენას კანზე, ანიჭებს მას თანაბარ ტონს და ბზინვარებას. თუ თქვენი კანი უფერულია, გამოიყენეთ სახის სკრაბი «კიტრი» Love Nature, იმისათვის, რომ დაიბრუნოთ სახის ჯანმრთელი ფერი და ბზინვარება.
4. მოგაშორებთ თვალების ქვეშ შეშუპებას და სილურჯეს
შესივებული თვალები — ის არ არის, რის დანახვაც გსურთ დილით. კიტრის პატარა ნაჭრები, ალბად, ყველაზე ცნობილი საშუალებაა თვალების ქვეშ შეშუპებების მოსაცილებლად. არც არის გასაკვირი, ანტიოქსიდანტების სიმრავლე ხომ ხელს უწყობს კანის აღდგენას და სილურჯის მოცილებას თვალების ქვეშ. დაჭერით კიტრი პატარა ნაჭრებად და დაიდეთ თითო ნაჭერი დახუჭულ ქუთუთოებზე. გაიჩერეთ 20 წუთი. სრული ეფექტისთვის დაიტანეთ კიტრის სახის ნიღაბი Love Nature.
5. აღადგენს
სეზონების ცვლა გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. ანთება, მუწუკები და უეცრად გაჩენილი გაღიზიანებები კანზე — სალამი, გაზაფხული მოვიდა! კიტრის ექსტრაქტს გააჩნია გამაგრილებელი ეფექტი, რის წყალობით ის შესანიშნავი შეხორცებისა და მზის დამწვრობის მოშუშების საშუალებაა. გამოიყენეთ კიტრის სახის გელი Love Nature, ის სწრაფად შეიწოვება და უვლის კანს. ასე რომ, კიტრის ექსტრაქტი — კანის მოვლის იდეალური პარტნიორია.