3 მიზეზი იმისათვის, რომ შეიყვარო ჰიალურონის მჟავა

ვსაუბრობთ კანის დატენიანების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინგრედიენტზე.

უბრალოდ ბრწყინვალება
კაშკაშა, მბზინავი, გლუვი კანი, როგორც კურორტზე ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, ნამდვილად შესაშურია. მაგრამ თუ შვებულება ჯერ მხოლოდ გესიზმრება და ოცნების საგანია, ჰიალურონის მჟავა, რომელიც კანის მოვლის პროდუქტთა შემადგენლობაში შედის, დაგეხმარება იდეალურად გამოიყურებოდე სელფიზე. მისი მოლეკულები იზიდავენ და კანის შიგნით ინარჩუნებენ ტენიანობას საკუთარ წონაზე 1000-ჯერ უფრო მეტად: კანი რჩება დატენიანებული, რბილი და ელასტიური ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

როგორც აბრეშუმი
პირველ ნაოჭებს ამჩნევ? ჰიალურონის მჟავას გააჩნია კანის რელიეფის გასწორების დადასტურებული უნარი: ის მყისიერად ანიჭებს კანს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ანელებს დაბერების პროცესს.

ბარიერთან
ჰიალურონის მჟავა შედის ბუნებრივ დამტენიანებელ ფაქტორში (NMF) — ეს არის მოლეკულების კომპლექსი ეპიდერმისის მატრიქსში, რომლებიც პასუხს აგებს კანის დატენიანებასა და ტენიანობის შენარჩუნებაზე. ახალგაზრდობაში კანი თავად აწარმოებს საკმარის ჰიალურონის მჟავას, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი რაოდენობა მცირდება. თამამად შეიტანე იგი სახის მოვლის პროცედურაში, რათა გააძლიერო კანის დამცავი ბარიერი და ხელი შეუწყო ტენიანობის შენარჩუნებას შიგნით.  

სად ეძებო?
ყველაზე ხშირად ჰიალურონის მჟავის საფუძველზე მზადდება შრატები, მაგრამ მაქსიმალურ შედეგს მიიღებ, თუ აირჩევ და გამოიყენებ პროდუქტს, როგორც კომპლექსური მოვლის შემადგენელ საშუალებას. ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი Ecollagen Wrinkle Power შეიცავს დაბალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას, რომელიც მოლეკულების მცირე ზომის წყალობით უფრო ღრმად შეიწოვება კანის შრეებში და ატენიანებს მას შიგნიდან, ასწორებს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის გარეგნულ იერს.   

ტექსტი: ფოტო: Oriflame