ჰაერზე! 6 ვარჯიში ქუჩაში

ზაფხული – დროა გამოხვიდეთ კომფორტული დარბაზიდან დიდ სამყაროში! ჩვენ ავიღეთ ექვსი ჩვეული ვარჯიში, რომელიც გეხმარებოდა ფორმაში ყოფილიყავი მთელი ზამთარი, და გადავიტანეთ ისინი ქუჩაში. და აი რა გამოგვივიდა.

სირბილი
გამორთე მობეზრებული სარბენი ბილიკი და წადი პარკში. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ, როგორც იქნა, თოვლი გადნა. სირბილი ბუნებაში გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. საქმე იმაშია, რომ დედამიწა არათანაბარია განსაზღვრებით. აღმართები, დაღმართები და სხვადასხვა სახის დაბრკოლება აიძულებს შენს სხეულს უფრო ეფექტურად იმუშაოს და უფრო მეტი კალორია დაწვას, ვიდრე ჩვეულებრივ დარბაზში.

საიკლინგი
ქარი სახეში რომ გიბერავს არა მხოლოდ გაგრილებს. ის ქმნის დამატებით წინაღობვას და, მაშასადამე, დატვირთვას. შენ მეტ ენერგიას ხარჯავ, ხდები უფრო გამძლე და ამის შედეგად - უფრო სიცოცხლის მოყვარული.  

სტეპ-პლატფორმა
არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე სტეპ-პლატფორმის ექვივალენტის მოძებნა უახლოეს პარკში. მაგალითად, შენ დაგეხმარება ჩვეულებრივი სკამი. ჩაჯდომები, შეხტომები, გვერდითი ჩაცუცქებები და გამოხდომები   გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია და ისიამოვნე ნორჩი ფოთლეულით გარშემო.

ინტერვალური ვარჯიშები
კომბინირებული დატვირთვის მოკლე ინტენსიური პერიოდები - ძალური გამძლეობის ამაღლების, სიჩქარისა და ძალის გაზრდის შესანიშნავი ხერხია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დაიქანცოთ, საკმარისია მოძებნოთ მცირე ზომის ბორცვი და სპრინტ-სესია მოაწყოთ: მაქსიმალურად სწრაფად ახვიდეთ ბორცვზე და მშვიდად ჩამოხვიდეთ ქვევით. გაიმეორეთ 30 წამიანი შესვენების შემდეგ.   

ვარჯიშები დამამძიმებლებით
წარმოიდგინე, რომ ტრენაჟორები ერთადერთი ვარიანტი არ არის ჩვეული დატვირთვის მისაღებად! ყოველ პარკში ეხლა არის მოედნები ვორკაუტისთვის, სადაც შენ ნახავ ღერძებს და ორძელებს. არაფერი იმაზე უკეთესი პრესის კუნთებისთვის (Cora-კუნთებისთვის), ვიდრე აზიდვები, ტურნიკზე და ძელზე აჭიმვები, კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია.  

სახტუნაო
გაგიკვირდება, როგორი მხიარული შეიძლება იყოს კარდიო ვარჯიშები! 

ტექსტი: ფოტო: Getty Images