1. რა არის ღეროვანი უჯრედები?
მცენარეული ჯეროვანი უჯრედები – ეს არის მცენარეების ნატურალური ექსტრაქტები კონცენტრირებული სახით, რომლებიც დამუშავებულია უახლესი ბიოტექნოლოგიების საშუალებით.
2. არ აზიანებს გარემოს
ჩვენი ერთ-ერთი მიზანია აქტიური ინგრიდიენტების მდგრადი წარმოება. კოსმეტიკის დამზადებისას ხშირად გამოიყენება ეგზოტიკური მცენარეები, რაც ნეგატიურად აისახება გარემოზე. ამჟამად, ამის ნაცვლად შეგვიძლია ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტების გამოყენება იმისათვის, რომ პირდაპირ ლაბორატორიაში გავზარდოთ ახალი მცენარეები. ეს არის მდგრადი მეთოდი, რადგან აღარ საჭიროებს ზრუნვას მორწყვაზე, აღარ არის საჭირო მოსავლის აღება და ამაზე ენერგიის დახარჯვა. ეს ძალიან ეკოლოგიური მიდგომაა. და, რადგანაც ასეთ მცენარეებში ჩვენთვის საჭირო ნივთიერებების კონცენტრაცია უფრო მაღალია, ამითომ მათი ნაკლები რაოდენობა გვჭირდება.
3. კვლევების მუდმივი წყარო
მცენარეების უჯრედები – მუდმივი წყაროა ღეროვანი უჯრედების მისაღებად, რაც კვლევებისა და დამუშავების დაუსრულებელ შესაძლებლობას გვაძლევს. უახლესი ბიოტექნოლოგიების გამოყენებით შევისწავლეთ ათასამდე მცენარის ღეროვანი უჯრედები იმისათვის, რომ მათ შორის შეგვერჩია ანტიასაკობრივი თვისებების მქონე სახეობები და შემდგომ, მაქსიმალური ეფექტის უზრუნველსაყოფად, გამოგვეყო ასეთი ნაერთები.
4. უნიკალური თვიდებების მატარებელია
მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტები შეიცავს მათი დედობრივი მცენარის სრულ ქიმიურ "ანაბეჭდს". ეს შეიძლება იყოს, როგორც საერთო ინგრიდიენტები, ისევე უნიკალური ბიოლოგიური ნაერთები, რომლებიც დამახასიათებელია მცენარეთა ამ ოჯახის ან სახეობებისათვის, რომლისგანაც ამოღებული იყო უჯრედები. სწორედ ამ კომპონენტებს ვიყენებთ ანტიასაკობრივი პროდუქტების შესაქმნელად.
5. შემუშავებულია წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენებით
კერძოდ, ვიყენებთ მაღალეფექტურ თხევად ქრომატოგრაფიას მცენარეული მასალის (მცენარეთა ღეროვანი უჯრედების) პროფილის ფიტოქიმიური ანალიზისთვის. ის გვეხმარება გამოვყოთ და გავზომოთ ნიმუშში არსებული სხვადასხვა ქიმიური კომპონენტების კონცენტრაცია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ ყველაზე ეფექტური და სასარგებლო თვისებებით მდიდარი სახეობების იდენტიფიცირება.
6. ზემოქმედებას ახდენს კანის დაბერებაზე
კანის დაბარების ინოვაციური და ხანგრძლივი კვლევა AgeReflectTM, ჩატარებული ორიფლეიმის სამეცნიერო გუნდის მიერ 1000 ქალის მონაწილეობით მთელს მსოფლიოში ადასტურებს, რომ 5-დან 4 ქალი თავის ასაკთან შეუსაბამოდ გამოიყურება. კანის დაბერების მრავალრიცხოვანი ფაქტორების ანალიზის შედეგად, ჩვენმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაბერების 12 ძირითადი ნიშანი, მათ შორის ნაოჭების, მოშვებული, ჩამოკოდებული, ფერმკრთალი კანი და სხვა ასაკობრივი ნიშნები. სწორედ, ეს დაედო საფუძვლად NovAge სერიის საშუალებების შექმნას, რომელთაგანაც თითოეული მიმართულია კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. ამავდროულად, წარმოადგენენ ჩვენი კანის მოვლის საშუალებების ეფექტურობისა და კლინიკური ტესტების გაზომვის საშუალებას. NovAge პროდუქტები მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით ხელს უწყობს ამ ნიშნებთან და ახლის გაჩენასთან ბრძოლას და გეხმარება გამოიყურებოდე იმ ასაკის შესაბამისად, რომელსაც შინაგანად გრძნობ. ასაკი – ეს არის შენი კანის მდგომარეობა და ჯანსაღი გარეგნობა და არა ციფრი, რომელიც აღნიშნულია პასპორტში.