სპა სახლის პირობებში: საკუთარი თავის განებივრების შვიდი ხერხი

თუ შვებულებამ დიდი ხანია გაიარა, ხოლო დედლაინები და რთული განრიგი — ეს-ეს არის დაიწყო, დროული მოდუნება ახირება კი არა, ცხოვრებისეული აუცილებლობაა.

მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი
კანის გაფართოვებული ფორები შესანიშნავად რეაგირებს გაწმენდასა და აქერცვლაზე. ექსფოლიაციის (აშრევების) შედეგი უკეთესი იქნება, თუ აბაზანის პროცედურებამდე გამოიყენებთ ტანის ჯაგრის — ეს ლიმფის გაფანტვისა და შეშუპების მოცილების გამოცდილი ხერხია. ხოლო რეგულარული მასაჟი მშრალი ჯაგრისით შხაპის მიღების წინ დაგეხმარებათ ცელულიტის მოცილებაში და გახდის კანს უფრო გლუვს და მკვრივს. 

მულტიკასტინგი
სანამ აბაზანაში ჩაწვებით, დაიტანეთ თმაზე თქვენთვის საყვარელი ზეთები, ხოლო სახეზე თიხის ნიღაბი. მთავარია — ეს ყველაფერი წინასწარ მოამზადოთ. რატომ უნდა დაკარგოთ დრო, თუ შეგიძლიათ განახორციელოთ რამდენიმე ბიუთი-პროცედურა ერთ სპა-დღეში? 

ზღვა თქვენს შიგნით
როდესაც ჩვენ ვისვენებთ ზღვაზე ხშირად ვამჩნევთ ძალის მოზღვავებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, ფრჩხილებისა და თმების მდგომარეობის გაუმჯობესებას. თითქოს ენერგიით ვიმუხტებით რამდენიმე თვით წინასწარ. კარგი სიახლე იმაშია, რომ სახლის აბაზანებს ზღვის მარილით იგივე ეფექტი აქვს. ბიუჯეტის დაზოგვით და ეფექტურად: მარილი მოგაცილებთ არა მხოლოდ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, არამედ დაგეხმარებათ რიგი სხვა დაავადების განკურნებაში.  

წყლის ფორმა
თუ თქვენს რეგიონში ზედმეტად ხისტი წყალია, გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ წყლის დარბილება და კანის სიმშრალის თავიდან აცილება. ასეთი საშუალებები არ ქაფდება, ისინი უბრალოდ იხსნება წყალში და როდესაც თქვენ აბაზანიდან ამოდიხართ, თქვენი კანი გადატკეცილი და დატენიანებული არის, როგორც ლოსიონის გამოყენების შემდეგ.

კარგი განწყობა
იმოქმედეთ სტრესზე ყველა მხრიდან: ყნოსვისა და სმენის განებივრებაც შეგიძლიათ! მოიმზადეთ არომატული სანთლები ან სურნელოვანი ჯოხები და გადმოტვირთეთ ტელეფონში რამდენიმე მომადუნებელი ტრეკი ლაუნჟის სტილში. ასეთი ფონი მაშინვე სხვანაირად განგაწყობთ.   

ეთერზეთები
უბრალოდ წყლის მთელ ზედაპირს მოეფინება, თუ ჩააწვეთებთ რამდენიმე წვეთს  აბაზანაში. სცადეთ თქვენი საყვარელი ზეთის რამდენიმე წვეთის დაწვეთება ზღვის მარილის მუჭაზე, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გახსენით წყალში ეს ყველაფერი.  

მეტი დატენიანება
თუ თქვენ გიყვართ ცხელი აბაზანების მიღება, მხედველობაში იქონიეთ, რომ დალბობილი კანი გაშრობისას კარგავს სინოტივეს. ასე რომ, ცხელი აბაზანის, კანის აქერცვლის და სხვა პროცედურების შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი ან მკვებავი საშუალების დატანება მთელ სხეულზე. ეს შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი კრემი, ასევე მკვებავი კრემ-კარაქითქვენი კანის სიმშრალისა და სეზონის მიხედვით. წლის ცივ პერიოდში აირჩიეთ უფრო მკვრივი ტექსტურა. 

ფოტო: Oriflame