კანის გამოშრობა
ხშირად გაიგონებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აკნეს გაჩენის არის კანის დაბინძურება. ეს ასე არაა. უფრო მნიშვნელოვანი როლს აკნეს წარმოქმნაში თამაშობს ზედმეტი ცხიმის გამომუშავება, რომელიც ავსებს ფორებს, რის შედეგად წარმოიქმნება ინფექცია. ცხიმიანმა კანმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ხშირი გაწმენდის სურვილი სპეციალური საშუალებების გამოყენებით, მაგრამ ეს მიგვიყვანს მხოლოდ ცხიმის უფრო ინტენსიურ გამოყოფამდე. თქვენ დაგეხმარებათ ალკოჰოლის არა შემცველი მსუბუქი მოქმედების გამწმენდი საშუალებები და ყოველდღიური მსუბუქი დატენიანება.
არ უგულებელყოთ ძილის წინ გამწმენდი პროცედურები
დაღლილობა არ არის მიზეზი დაივიწყო სახის გაწმენდა ძილის წინ. დღის განმავლობაში კანი გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად გამოყოფს ცხიმს. თუ არ მოვიცილებთ მას დროულად, ის შექმნის ბაქტერიების გავრცელების არეალს, რაც აუცილებლად მიგვიყვანს გამონაყარამდე. გამოიყენე გამწმენდი საშუალება და ტონიკი, რათა სრულყოფილად გაიწმინდო კანი.
...არ გამოიყენოთ სკრაბი
სკრაბი გვეხმარება კანის ზედაპირიდან მოვიშოროთ მკვდარი უჯრედები. თუ ეს არ ხდება, ასეთი უჯრედები ავსებს ფორებს, რაც იწვევს შავი წერტილების და ლაქების გაჩენას. უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, გამოიყენეთ მსუბუქი სკრაბი სახის კანისთვის ან (კანის გამწმენდი აპარატი SkinPro).
რძის პროდუქტები
რძის პროდუქტების ნაკლებობა ხშირი მიზეზია მძიმე ფორმის აკნეს წარმოქმნისთვის, რომელიც ცნობილია კისტოზური აკნეს სახელით. თუმცა ეს კავშირი არ არის მეცნიერულად დამტკიცებული, გირჩევთ შეამციროთ რძის პროდუქტების მოხმარება რამდენიმე კვირით მაინც და დააკვირდეთ შედეგს.
როგორი დიდიც არ უნდა იყოს ცდუნება გამონაყარის მოშორების, გახსოვდეს ასე შენს თავს უფრო უარეს უკეთებ
"მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი საშუალებები
ბაზარზე არის აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლების გათვალისწინებულია მოზარდებისთვის. არ გამოიყენოთ ისინი, რადგან ისინი აშრობენ კანს და რაც უფრო მშრალია კანი მით უფრო მეტ ცხიმს გამოყოფს ის, რაც ყოველთვის გამოიწვევს გამონაყარს და ანთებას. ამიტომ ყოველთვის აირჩიეთ საშუალებები, რომლებიც გათვლილია თქვენი ასაკისთვის - მათში არ არის ცხიმი, სამაგიეროდ არის ანტიოქსიდანტები. ყურადღება მიაქციე იმ საშუალებებს , რომლებიც შეიცავს სალიცინის მჟავას (მაგ: ღამის აღმდგენი საცხი Diamond Cellular) ისინი საუცხოოდ უმკლავდებიან ბაქტერიებს, რომლების იწვევენ აკნეს.
გამონაყართან ბრძოლა
თქვენს ორგანიზმს თავად შეუძლია შეებრძოლოს ინფექციას, რადგან რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, არავითარ შემთხვევაში არ იწვალოთ მუწუკები. ეს იწვევს ბაქტერიების დაგროვებას კანის ქვეშ და ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს.
დიდხანს არ გამოცვალოთ თეთრეული
გარემო პირობებიდან გამოწვეული ბაქტერიები და დაბინძურება - საკუთარი თმა. კანის უჯრედები და ოფლის კვალი გროვდება თქვენს ბალიშზე, ე.ი. სახის კანზეც. გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თეთრეული, რომელიც უნდა გაირეცხოს ქიმიური საშუალებების გარეშე, ხოლო ბალიშის პირი გამოცვალოთ ყოველ მეორე ღამეს.