ბედნიერება შვედურად: სრული განტვირთვა

წლიდან წლამდე შვედებს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ერად აღიარებენ. სტრესის დაბალი დონე, სამსახურის და დასვენების ბალანსი, ხარისხიანად გატარებული დრო საყვარელ ოჯახთან ერთად — ექსპერტი კეთილდღეობისა და სულიერი ჰარმონიის სფეროში, ელინ ლანდბლადი მოგვითხრობს, როგორ იზრუნო საკუთარ თავზე შვედურად.

როგორ ფიქრობთ, რა არის ჭეშმარიტი ზრუნვა საკუთარ თავზე?

ჩემთვის, ეს არის სრული კონტაქტი საკუთარ თავთან, ჩემი შინაგანი ფსიქოემოციური მდგომარეობის ფაქიზი შეგრძნების და მისი ბალანსის შენარჩუნების უნარი. დიახ, საკუთარი თავისადმი სიყვარული ცოტაოდენ ჯანსაღ ეგოიზმს მოითხოვს — მაგრამ, ზოგჯერ ეს კარგი განწყობის შენარჩუნების ერთადერთი ხერხია. 

საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელოვნებას პირველად ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში მივხვდი, როდესაც 15 წლის ასაკში მშიმე დრო დადგა — და მას შემდეგ ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაშინ მე ძალიან ემოციურად ვრეაგირებდი კრიზისებზე, მაგრამ ახლა ვისწავლე პროაქტიურად მოქმედება და დარტყმების მოგერიება.

როგორ დავისვენოთ სწორად? 
დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი ტვინი გამუდმებით რაღაცით არის დაკავებული — ის გამუდმებით ახორციელებს შემოსული ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადების გადამუშავებას და უკიდურესად დაძაბულია. მიეცით მას საშუალება, რომ გარე სტუმულებისგან დაისვენოს - ეს საშუალებას მოგცემთ ჩაიხედოთ ცნობიერების სიღრმეში და იპოვოთ პასუხი ყველა კითხვაზე. 

ნამდვილი გადატვირთვისთვის ერთკვირიანი შვებულების აღება და დედამიწის მეორე ბოლოში გადაფრენა აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული ფუსფუსი, ფაციფუცი პაუზაზე დააყენო, ცოტა ხნით გათიშო და საკუთარი თავი გამოგლიჯო ყოველდღიურ რუტინას, რომელიც სტრესში გაგდებს. შეიძლება წიგნით ხელში მყუდროდ მოკალათდე სავარძელში ან გაისეირნო ტყეში. თუნდაც 10 წუთი სიჩუმეში, ფინჯანი ყავით ხელში, დაგეხმარება ცოტა ხნით დაისვენო და ახალ იდეებს მოიტანს. 

თუ მთლიანად იღებთ საკუთარ თავს, სიყვარულით ეპყრობით სულსა და სხეულს, სავსე ხართ ენერგიით, მაშინ ეს წარმოუდგენელ ძალას განიჭებთ და გეხმარებათ, კიდევ უკეთ გაართვათ თავი მეუღლის, დედის და ბიზნეს-ქალბატონის როლს. მოაწყვეთ გადატვირთვა თუნდაც კვირაში ერთხელ და დატკბით ცვლილებებით. 

რამდენიმე იდეა განსატვირთად:
შენ დაღლილობას გრძნობ, ოდნავ ცუდი ხასიათზე ხარ, საქმეებით გადავსებული სია გაქვს — და მხოლოდ ნახევარი საათი გაქვს იმისათვის, რომ ენერგიით აღივსო და დღის ბოლომდე სიმაღლეზე იდგე. როგორ უნდა მოიქცე? 

1. წაიკითხე საყვარელი წიგნი. მოეწყვე კომფორტულად, მოიხვიე თბილი პლედი და მიირთვი ჩაი ტკბილეულობებით.
2. აანთე სანთლები და დატკბი სიჩუმით. შეეცადე არ იფიქრო საქმეებზე. გაიხსენე რამე სასიამოვნო და ჩაიძირე მოგონებებში.
3. ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი და გაისეირნე! ნახევარი საათი სუფთა ჰაერზე შეგმატებს ენერგიას.
4. გაიკეთე საყვარელი კერძი. გამორთე ტელეფონი, ჩართე ტელევიზორი და მიიღე სიამოვნება.
5. გაიკეთე სახის ან თმის ნიღაბი. განაახლე მანიკური. 
6. იოცნებე. სად გინდა წასვლა? რა ადგილები გინდა ნახო? 

გააკეთე სია და დადე თვალსაჩინო ადგილას: და აისრულე  სურვილები!

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame