ლურჯი მოცვი – შეიცავს ანტოციანინს, რომელიც ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ანიჭებს კენკრას ღრმა ცისფერ, მოლურჯო შეფერილობას. კიდევ უფრო მეტ ანტოციანინს შეიცავს შავი მოცვი – ამ კენკრით შეგიძლიათ შეცვალოთ ლურჯი მოცვი მოცემულ რეცეპტში.
ჟოლო – მდიდარია ანტოციანინით, A, B და C ვიტამინებით. ამ რეცეპტისთვის უკეთესია ცოცხალი კენკრის გამოყენება, მაგრამ ზოგადად გახსოვდეს: გაყინული კენკრა შეიცავს იმავე რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს.
პეკანი – კაკლისებრთა შორის რეკორდსმენია ანტიოქსიდანტების რაოდენობის თვალსაზრისით. ძალიან კალორიული და ნოყიერია, ამიტომ რამდენიმე ცალი დღეში – შენი ლიმიტია.
სელის თესლი – ეს არის ნამდვილი სუპერ საკვები! ანტიოქსიდანტების გარდა ის შეიცავს ომეგა-3-ის მჟავებს და უჯრედისს.
მუქი შოკოლადი – მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც გამოირჩევიან ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით. აირჩიე შოკოლადის მაღალხარისხოვანი ფილები (კაკაოს არანაკლებ 70%-ის შემცველობით) და დაიცავი ზომიერება.
მომზადებისთვის დაგჭირდება:
125 გ. ცოცხალი მოცვი
125 გ. ცოცხალი კენკრა
150 გ. ლურჯი მოცვი
50 გ. პეკანის დატეხილი თხილი
60 გ. სელის თესლი
მომზადების წესი:
1. დატეხე შოკოლადის ფილა და დაადნე ორთქლის აბაზანაზე, მოურიე მანამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
2. შოკოლადი ოდნავ შეაგრილე, დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიე.
3. ჩვეულებრივ საცხობ ფურცელზე დააფინე პერგამენტის ქაღალდი და დესერტის კოვზით გადაიტანე მასზე მიღებული მასა – მიიღებ დაახლოებით 12 ულუფას.
4. შედგი მაცივარში 2 საათით. როდესაც მასა შესქელდება და გამაგრდება – სასარგებლო ნამცხვარი მზად არის!
თუ გსურს შეავსო ატიოქსიდანტების ბალანსი, გამოიყენე სპეციალური დანამატები –– მაგალითად, კომპლექსი «ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი».