პირველად პირველ კლასში
პირველად პირველ კლასში ყველა ვინც სპორტულ დარბაზში დადის ოდესღაც პირველად მივიდა იქ. მან არ იცოდა ტრენაჟორებზე ვარჯიში, შეცდომებს უშვებდა და ფიქრობდა, რომ ყველა უარყოფითად აფასებდა. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა მოდის სავარჯიშოდ და კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. მაშინაც კი თუ შეცდომებს დაუშვებ, შენ დიდი ალბათობით მოგცემენ რჩევას თუ როგორ უნდა გააკეთო სწორად და არ დაგცინებენ. ნუ გეშინია!
გამოეწყე საზაფხულოდ
გოგონათა უმრავლესობას აცვია ლოსინები და მაისურები — ეს ტანისამოსი მოძრაობაში არ გიშლის ხელს და სარკეში შენი მოძრაობების ტექნიკას შეგიძლია დააკვირდე. ძალიან გამომწვევი ან თავისუფალი ტანსაცმელი არ არის რეკომენდებული, რადგან ასეთ შემთხვევაში იფიქრებ იმაზე თუ როგორ გამოიყურები და არ იქნები კონცენტრირებული ვარჯიშზე. არ დაგავიწყდეს ხელთათმანების წაღება — რათა გირებმა არ ისრიალოს.
წყალი აუცილებელია
სპორტულ დარბაზში წყალი წაიღე თან. ვარჯიშის დროს წყლის დალევა სავალდებულოა – ჩვენ ღრმად ვსუნთქავთ და ვოფლიანდებით, ამიტომ აუცილებელია წყლის ბალანსის დროული აღდგენა.
შხაპი განწყობისთვის
კარგი ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება. თან იქონიე არომატული შხაპის გელი, ეფექტი კი განწყობის შესაბამისად აირჩიე.
ქალის სურნელი
სპორტული დარბაზი — საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ვარჯიშზე მისვლამდე არ არის საჭირო პარფიუმის ხმარება და ასევე, გასახდელში რაიმეს შესხურება. ყველა არ აღფრთოვანდება შენი სპრეი-დეზოდორანტის, თმის ლაქის ან ტუალეტის წყლის არომატით. თან იქონიეбо ბურთულიანი დეზოდორანტები — – ისინი შესანიშნავად დაგიცავს და გარშემომყოფებს არ შეუშლის ხელს.
ტკბილი ნებადართულია!
ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გიჩნდება საკუთარი თავის ტკბილეულით გახარების სურვილი. თან იქონიე პროტეინის ბატონები», ეს არის სწრაფი ხემსი. ასევე,შეგიძლია ატარო რძის პატარა შეფუთვა (150-200 მლ) და შეიკერში კოქტეილის «ნეჩურალ ბალანს» პორცია. ვარჯიშის შემდეგ შეურიე ეს ყველაფერი და მაშინვე დალიე — დაგანაყრებს რამდენიმე საათით.
მოემზადე! წინ სპორტული დარბაზისაკენ!
ზაფხული — ვარჯიშისთვის იდეალური დროა. სპორტულ დარბაზებში ცოტა ხალხი, ბევრი ადგილი და თავისუფალი ტრენაჟორებია. თუმცა დაწყება არ არის მარტივი. ჩვენ მოგიყვებით თუ რა წაიღო დარბაზში, როგორ მოიქცე და საერთოდ როგორი უნდა იყოს პირველი დღე, რომ შენ ნამდვილად მოგეწონოს!