ვემზადებით ზამთრისთვის: კანის მოვლის ახალი მეთოდი

მყუდრო საღამოები სახლში, ჩაი და საყვარელი სერიალი — შემოდგომაზე არსად გვეჩქარება. მაგრამ თუ თქვენ მაინც მოგიწევთ ტახტიდან წამოდგომა და ქუჩაში გასვლა გირჩევთ მოამზადოთ სახის და სხეულის კანი სეზონის ცვლილებისთვის.

გამოიყენეთ დამცავი კრემი 
ქუჩაში ცივმა ქარმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კანზე. დროა შეცვალოთ ძირითადი მოვლა: ლოსიონის ნაცვლად აირჩიეთ გაჯერებული მკვებავი კრემი შის ზეთით, ჰიალურონის მჟავით ან Е ვიტამინით. ასეთი ფორმულა აღადგენს, დაატენიანებს და დაიცავს კანს. 

აირჩიე თბილი, და არა ცხელი შხაპი 
რაც უფრო დაბალია ტემპერატურა გარეთ, მით უფრო დიდ ხანს გვსურს აბაზანის მიღება ან შხაპის ქვეშ ყოფნა. მაგრამ ცხელი წყალი აშრობს კანს. გონივრული აზრი №1: მივიღოთ თბილი შხაპი, მაგრამ ყოველ დღე. გონივრული აზრი  №2: გამოვიყენოთ დამატენიანებელი კრემი პროცედურის შემდეგ. გონივრული აზრი №3: მივიღოთ ცხელი წყლის აბაზანა კვირაში ერთხელ, მაგალითად, უქმე დღეებში, როდესაც გვსურს მოდუნება.  

ატარეთ ხელთათმანები (ყოველთვის)
არავის მოსწონს, როდესაც კანი ხელებზე ხდება მშრალი და უხეში. ამიტომ დაიწყეთ შემოდგომის სეზონი სწორად, ჩაიდეთ ჩანთაში მკვებავი ხელის კრემი ოველთვის ატარეთ გადაჭრილი ხელთათმანები ან ნაქსოვი ხელთათმანები

შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი 
არა მხოლოდ ცივმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. კონდიციონერები აშრობენ ჰაერს ოთახში, ამიტომ შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი, ხშირად განახორციელეთ ტენიანი დალაგება და დაარეგულირეთ სახლში რადიატორების სიმძლავრე.  

მიიღეთ ზომები 
თუ მაინც მოხდა ისე, რომ კანზე გაგიჩნდათ გაღიზიანებები, მიიღეთ სასწრაფო ზომები. თქვენ დაგჭირდებათ სიწითლის საწინააღმდეგო კრემი NovAge. ეს საშუალება წამსვე შეამცირებს სიწითლეს, გაგიუმჯობესებთ სახის ფერს და კანის ტონალობას. გარკვეული დროის მერე ეფექტი სიწითლის წინააღმდეგ უფრო შესამჩნევი ხდება და კანის დამცავი ბარიერი ძლიერდება.       

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame