იდეალური შერწყმა: როგორ ქმნის ორიფლეიმი კანის მოვლის საშუალებებს

ორიფლეიმი იყო პირდაპირი გაყიდვების პირველი კომპანია ევროპაში, რომელმაც დაიწყო ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე შექმნილი კანის მოვლის საშუალებების შეთავაზება. განსაკუთრებული როლი ამაში მიუძღვით ადამიანებს, რომლებიც დასაქმებული იყვნენ გამოკვლევებით და შემუშავებებით. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ისინი!

მეცნიერება და ბუნება: გადავხედოთ ისტორიას
ანის მოვლის ნატურალური საშუალებების თემა ახალი არ არის ორიფკეიმისთვის. უკვე 1967 წელს შექმნილი იყო იმ მომენტისათვის რევოლუციური საშუალებები მცენარეული ექსტრაქტების საფუძველზე, რომლებიც ნაკლებად შეიცავდნენ არომატის გამაძლიერებელ დანამატებს. ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ შემცირებულიყო ალერგიული რეაქციების რისკი.  სულ მალე ასეთი მიდგომა იქცა ტრენდად კოსმეტიკურ ინდუსტრიაში მთლიანობაში.

ჩვენ ყოველთვის გამორჩეულნი ვიყავით  დაჟინებული სურვილით გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები, მოვძებნოთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები და ვიმუშაოთ მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად. ჩვენი პატივისცემა ბუნებისადმი წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მეცნიერები განუწყვეტლივ ეძებენ ახალ სასარგებლო ინგრედიენტებს, ისინი იკვლევენ მცენარეებს მთელ მსოფლიოში, შეისწავლიან ყველაფერს, რაც იზრდება მიწაზე და წყლის ქვეშ, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ბიოტექნოლოგიებს და გამოამჟღავნებენ ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოებებს. ამ მიმართულებით ჩვენს მიერ გაკეთდა მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

მაგალითად, ჩვენ გავხდით პირველი კოსმეტიკური ბრენდი, რომელმაც შექმნა მზისგან დამცავი საშუალებები ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე. აგრეთვე ორიფლეიმი - პირდაპირი გაყიდვების ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ღეროვანი უჯრედების შესწავლას საკუთარ ლაბორატორიებში. ჩვენი სერია Ecobeauty  პირველი იყო თავის ხაზში, რომელმაც მოიპოვა ვეგანის საზოგადოებისა და ტყეების დაცვის საბჭოს სერტიფიკატები Fairtrade, Ecocert.

ორიფლეიმის საიდუმლო ფორმულა
ეს საოცარი აღმოჩენები შესაძლებელი გახდა ორიფლეიმის უნიკალური და პროგრესული კულტურის წყალობით. მის შექმნაში დიდი როლი მიუძღვის უფროს ვიცე-პრეზიდენტს გამოკვლევებისა და შემუშავებების საკითხებში მერი ლორდს. 

მერი 35 წელია მუშაობს კომპანიაში. პირველივე დღიდან ის თვალყურს ადევნებდა, რომ  ორიფლეიმს დაექირავებინა არა  მხოლოდ ყველაზე კვალიფიცირებული და გამოცდილი თანამშრომლები, არამედ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მუშაობა და აზროვნება ხისტი ჩარჩოებით შეზღუდვის გარეშე.

დღეს ჩვენს კვლევით ცენტრში მუშაობს ას ადამიანზე მეტი. მათ ახასიათებს შემოქმედებითი აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, შესანიშნავი წარმოსახვა - თვისებები, რომლებიც აუცილებელია მნიშვნელოვანი აღმოჩენების განსახორციელებლად.  

მუდმივი ინოვაციები გულისხმობს მრავალ ცდებსა და ტესტებს. ჩვენ ვატარებთ მათ ჩვენი კვლევითი ცენტრის კლინიკურ პირობებში და ამით უზრუნველვყოფთ ჩვენი შემუშავებების უმაღლეს ხარისხსა და ეფექტურობას.

ეს ხორციელდება შემდეგნაირად: მაგალითად, ჩვენს გუნდს დასჭირდა კანის კომპლექსური მოვლის შედეგების გამოკვლევა ცალკეული პროდუქტების გამოყენებისას მიღწეულ შედეგებთან შედარებით. ამ გამოკვლევის მსვლელობისას გაირკვა, რომ შედეგები კომპლექსური მოვლის დროს შვიდჯერ აღემატება ეფექტურობით იმ შედეგებს, რომლებიც მიღწეულ იქნა ცალკეული საშუალებების გამოყენებისას. ეს უზარმაზარი განსხვავებაა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს საჭირო პროდუქტების შერჩევაში, არამედ არსებითად ვაუმჯობესებთ მათ ცხოვრებას.

ტექსტი: