შვედური მაგიდა: სადღესასწაულო მენიუ

ეს გემრიელი და სასარგებლო საკვებია რომლის მომზადებაც ძალიან ადვილია. არანაირი სირთულე, სტუმრების მოსვლამდე ხომ ძალიან ცოტა დრო რჩება! მთავარი — შვედური წესების დაცვაა: ლამაზად, სწრაფად, მარტივად!

სმორებროდები: შვედური ბუტერბროდები 
საყვარელი ყველი, საყვარელი პური, ცოტა ფანტაზია — და სადღესასწაულო საღამოს კულინარული ჰიტი მზად არის:

— თეთრ პურთან, იტალიურ ყველთან და ლეღვთან ერთად;
— რუხ პურთან, ავოკადოს, კვერცხის და მწვანილის მუსით;
— თეთრ პურთან კრემისებური ყველით, საყვარელი ხილით და კენკრით;
— რუხ პურთან არაჟნით, ორაგულით და მწვანილით.

ძირითადი კერძი: კრემისებური ნაღები გუფთისთვის
საუკეთესო, რითაც შეიძლება გაფორმდეს ტრადიციული შვედური ხორცის ბურთულები საახალწლო მაგიდაზე.

— 650 მლ რძე;  
— 40 გრ ფქვილი; 
— 60 გრ კარაქი;  
— 1 ცალი დაფნის ფოთოლი; 
— მწიკვი ჯავზი;  
— მარილი/პილპილი გემოვნებით;  
— 60 გრ პროტეინების კომპლექსი (სურვილისამებრ). 
 
მომზადების წესი:  
1. ცეცხლზე, დაამატეთ რძე, განუწყვეტლივ ურიეთ. გუნდების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, მოუმატეთ ცეცხლს, დააყენეთ "საშუალოზე". 
2. დაამატეთ სოუსს ჯავზი, დაფნის ფოთოლი. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაამატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. 
3. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ პროტეინების კომპლექსი (სურვილისამებრ), აურიეთ და გაწურეთ.

დესერტი: მსხალი ვანილის სოუსში
სიროფში მოხარშული მსხალი თავისთავად ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ ამ კერძის უფრო სასარგებლო და გემრიელ მომზადებას.

სოუსისთვის დაგჭირდება:
— 4 კვერცხის გული; 
— 110 გრ შაქარი;
— 500 მლ რძე; 
— 1 მწიკვი ვანილი; 
— 40 გრ ვანილის ფხვნილი კოქტეილისთვის (სურვილისამებრ). 

მომზადების წესი: 
1. ტაფაზე დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ რძე ვანილთან ერთად, ადუღებამდე ნუ მიიყვანთ.  
2. სანამ რძე გაცხელდება ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად. ნელ-ნელა ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი რძეში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5-6
წუთი, განუწყვეტლივ ურიეთ, ნუ მიიყვანთ ადუღებამდე.
3. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კოქტეილის ფხვნილი (სურვილისამებრ), კარგად აურიეთ და გააციეთ.
ტექსტი: ფოტო: Oriflame