სილამაზის საიდუმლო: ზეითუნის ზეთი

ხმელთაშუა ზღვის კულტურა შეუძლებელია წარმოიდგინო ზეითუნის ზეთის გარეშე. ის არა მხოლოდ სამზარეულოს საფუძველია, არამედ იდეალური კანის და თმის საიდუმლოც. უფრო ახლოს განვიხილოთ ეს ჯადოსნური ინგრედიენტი.

ზეითუნის ზეთი და კანის მოვლა

ზეითუნის ზეთი უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა კანის მოსავლელად, ვინაიდან არის ნატურალური დამატენიანებელი საშუალება, ის ღრმად აღწევს კანში და ხანგრძლივად იცავს მას. ჩვენ არ გირჩევთ მთელს სხეულზე  წაისვათ ზეითუნის ზეთის პროდუქტები – ისინი იდეალურია მშრალი კანისთვის და ასევე ნამზეურის შემდეგ.

ზეითუნის ზეთის ექსტრაქტი შედის მრავალი ანტიასაკობრივი საშუალებების შემადგენლობაში, ვინაიდან შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტს ასევე ვიტამინ A დაE, რომლებიც იცავენ კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან.

ზეითუნის ზეთი და თმის მოვლა

ისტორია გვასწავლის, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება თმის კონდიციონერის სახით დაიწყეს ძველ ეგვიპტეში (განსაკუთრებული მადლობა ლეგენდარულ კლეოპატრას). ანტიოქსიდანტების უამრავი რაოდენობის წყალობით ოლივის ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებული თმის მოვლის საშუალებები ეფექტურია ქერტლის და თავის კანის ჯანსაღად შენარჩუნებისთვის. ვინაიდან ზეითუნის ზეთში მრავლადაა ემოლენტები – ნივთიერებები, რომლებიც კომპლექსურად ასრულებენ დამცავ ფუნქციას, თქვენი თმები მისი ზემოქმედებით გახდება უფრო რბილი და მოიპოვებს ბზინვარებას. დღეს ხელმისაწვდომია თმის მოვლის მრავალი საშუალებები ოლივას ექსტრაქტით, მაგრამ თუ გსურს შეგიძლია გამოსცადო ზეითუნის ზეთის პირდაპირი ზემოქმედება:  ოდნავ შეათბე და დაიტანე თმაზე , რის შედეგადაც შეიხვიე თმა პირსახოცით და გაიჩერე ნახევარი საათი. ჩამოიბანე რამდენჯერმე რათა მიაღწიო ბზინვარებას.

ტექსტი: ფოტო: Oriflame