არჩევანი ბუნების სასარგებლოდ
კანის სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არ არის აუცილებელი გარემოსთვის ზიანის მიყენება. იცი თუ არა, რომ 200 ტონა პლასტმასი ოკეანეში დაცურავს? ან ის, რომ ბუნებაში ამ პლასტმასის სრულ დაშლას და განადგურებას ასობით წელი სჭირდება?
განახლებული სერია Love Nature — ეს არის პლანეტის წყლის რესურსებისადმი პატივისცემის გამოხატვის ჩვენეული ხერხი. გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად ჩვენ გადავწყვიტეთ სერიის ყველა ჩამორეცხვადი პროდუქტი ვაწარმოოთ ბიოდეგრადირებადი (ბიოხრწნადი) სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბუნებრივად იშლება (იხრწნება), არ აბინძურებს და ზიანს არ აყენებს წყლის გარემოს. სკრაბების ამქერცლავი ნაწილაკებისთვის პლასტმასის ნაცვლად ვიყენებთ კაჟბადის ოქსიდს, მარწყვის თესლს და ნუშის ნაჭუჭს. ეს ამქერცლავი ნაწილაკები მცენარეულ მასალაზეა დაფუძნებული, ბუნებრივი გზით იშლება და არ აზიანებს გარემოს.
როგორ ავირჩიოთ სკრაბი?
კანის ბზინვარებისთვის
სახის სკრაბი NovAge -ის გამოყენება მიზანშეწონილია, როდესაც საჭიროა კანისთვის ბზინვარების და სიგლუვის სწრაფად დაბრუნება, ფორების ვიზუალური შევიწროვება. იგი შეიცავს ნატურალურ ამქერცლავ ნაწილაკებს რძემჟავას და შის კარაქის საფუძველზე. დამატებითი ბონუსია მსუბუქი არომატი და უნივერსალურობა: სკრაბი ერთნაირად კარგად გამოიყენება როგორც მშრალი კანისთვის, ისე ნორმალური და ცხიმიანი კანის მოსავლელად ნებისმიერ ასაკში.
მამაკაცებისთვის
ჯანმრთელობის მიმართ კომპლექსური მიდგომა მამაკაცებისთვის აღარ არის რაიმე უჩვეულო და არადამახასიათებელი. პირიქით, ეს ტრენდია. იყო ჯანმრთელი და მოვლილი, გამოიყურებოდე ახალგაზრდულად და ბუნებრივად — ეს გამონაკლისი არ არის, არამედ ზოგადი წესია. დასაბანი საშუალება და სკრაბი 2-1-ში NovAge Men შემუშავებულია სპეციალურად მამაკაცების კანისთვის, რომელიც ტესტოსტერონის გამო ქალებთან შედარებით მეტ სებუმს გამოყოფს. სკრაბი აცილებს ჩამჯდარ ჭუჭყს და სებუმის ნარჩენებს, აქერცლავს გარქოვანებულ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. კანი მყისიერად «იღვიძებს» და ჯანსაღ იერს იძენს. და არავითარი სიმშრალის შეგრძნება!
ხელისა და ფეხისთვის
მშრალ კუტიკულასთან ბრძოლა ნამდვილად არ არის საქმიანობა, რომლითაც თავისუფალ დროს დაკავება გსურს. კუტიკულის მოსაცილებლად გამოიყენე სკრაბი The One. მკვებავი ფორმულა წაბლა წყალმცენარეთა ექსტრაქტით, ჟოჟობას ზეთით და ნატურალური ამქერცლავი მიკროგრანულებით კანს რბილად აცილებს გარქოვანებულ უჯრედებს, მშრალ კუტიკულას სიგლუვეს ანიჭებს და მის მდგომარეობას აუმჯობესებს. სრულყოფილი მანიკურიც შორს არ არის.
თუ ფეხით უფრო ხშირად სეირნობ, ვიდრე ტაქსით სარგებლობ, მაშინ შემდეგი პროდუქტი აშკარად დაგჭირდება. გაგიმხელთ საიდუმლოს: ფეხის ამქერცლავი კრემი Feet Up Advanced. სასარგებლო აქტიური ინგრედიენტების სიუხვე (ფეხის მოვლის კომპლექსი Minerale Blend, შის (კარიტეს) ზეთი და პემზის (მინქაფას) ნატურალური ნაწილაკები პირველივე გამოყენებისას თვალსაჩინო შედეგებს უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანის დასარბილებლად მარადიული ლოდინი აღარ არის საჭირო. ტექნიკა მარტივია: კრემი მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ სუფთა და მშრალ ტერფებზე, კანის გარქოვანებული უბნები დაიმუშავეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ყველაფრისთვის ერთბაშად
რაიმე განსაკუთრებული გსურს? მოაწყე სპა-სალონი სახლში! შენ დაგჭირდება ჯანჯაფილის (კოჭას) ტანის სკრაბი "შვედური SPA-სალონი, საყვარელი კრემი ან ტანის რძე. სკრაბი, მის შემადგენლობაში არსებული მარილისა და ნატურალური ნუშის ნაჭუჭის პუდრის მეშვეობით, რბილად აქერცლავს გაუხეშებულ კანს. ჯანჯაფილის ზეთი ატონიზირებს, ხოლო E ვიტამინი კანს სიმშრალისაგან იცავს.