მიზეზი 1: ბალზამი ხელს უწყობს ტუჩების ჯანმრთელობის შენარჩუნებას
კანი ტუჩებზე სკდება, როდესაც მისი დამცავი ბარიერი სუსტდება. ბალზამები მის ზედაპირზე ქმნიან აფსკს, რაც ხელს უწყობს ტენიანობის დაკარგვის შემცირებას. შეარჩიეთ ბალზამები ბუნებრივი ინგრედიენტებით: ექსტრაქტები, ზეთები. ისინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ცხიმოვან მჟავებს, ცილებს და მინერალებს — ყველაფერს, რაც აუცილებელია ტუჩების დელიკატური კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებისათვის. სცადეთ ტუჩის მრავალფუნქციური ბალზამი THe ONE A-Z SPF 25.
მიზეზი 2: შეგიძლია გამოიყენო როგორც პრაიმერი
ტუჩის ბალზამი ატენიანებს და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რის გამოც ის შესანიშნავი პრაიმერი ხდება. ტუჩსაცხი გაცილებით უფრო თანაბრად იდება დატენიანებულ, კანზე ბზარებისა და აქერცვლის გარეშე, და უფრო მეტხანს ძლებს. ლაიფჰაკი პროფესიონალისთვის: დაიტანეთ ბალზამი არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ტუჩების კონტურზეც — ეს ხელს შეუშლის გადღაბნას. სცადე სპეციალური დამატენიანებელი საშუალება — ნამდვილი ლეგენდა.
მიზეზი 3: ისინი იცავენ მზისგან
ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს კანს, ხდება მისი ნაადრევი ფოტოდაბერების მიზეზი და ზრდის ნაოჭების რაოდენობას — განსაკუთრებით ტუჩების ნაზ და ფაქიზ კანზე. შეარჩიეთ ბალზამები, რომელთაც აქვთ მინიმუმ SPF 20 დამცავი ფაქტორი. PF 20. მაგალითად, ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი-დაცვა SPF 20 The ONE.
მიზეზი 4: მათ აქვთ ანტიასაკობრივი ეფექტი
ტუჩების კანი ძალიან თხელი და ნაზია, ამიტომ, ჩვენი სახის სხვა ნაწილებთან შედარებით, მასზე უფრო მალე ჩნდება სიბერის პირველი ნიშნები. სწორად შერჩეული ბალზამი არა მხოლოდ გააჯერებს ტუჩებს სასარგებლო ნივთიერებებით, არამედ ვიზუალურად შესძენს მათ მკვრივ, დატენიანებულ იერს. თუ თქვენ სწორედ ეს გჭირდებათ, გირჩევთ ტუჩის აღმდგენ ბალზამს SPF 12 Giordani Gold.
მიზეზი 5: მათ საუცხოო სურნელი აქვთ
სწორად შერჩეულ ბალზამში მოვლასა და დატენიანებაზე პასუხისმგებელია გემრიელი ინგრედიენტები: ქოქოსი, ვანილი, ხილი. ისინი ისეთი ბუნებრივია, რომ შეჭმა მოგინდება! მარტო არომატითაც კი ისინი კარგ ხასიათზე გვაყენებენ. მოძებნეთ თქვენი საყვარელი პროდუქტი სერიაში Love Nature: მაგალითად, ბალზამი წვნიანი მანგოს ექსტრაქტით.