რამდენად სასარგებლოა ახლად გამოწურული წვენები?

ახლად გამოწურული წვენი და სმუზი – ნამდვილი მანია, რომლითაც შეპყრობილნი არიან ჰოლივუდის ცნობადი სახეები და უბრალოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულები. მათი რეგულარული გამოყენება განაპირობებს კანის ბრწყინვალებას, ჯანმრთელ სხეულს, მშვიდ განწყობას, წონის რეგულირებას. ვარკვევთ: ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება სიმართლეს და რომელია – ტყუილი დაპირება.

სიმართლე
ყოველ დილით ახლად გამოწურული წვენის ან სმუზის "ფრეშის" –  დალევა მარტივი მეთოდი გაზარდო ხილის და ბოსტნეულის მიღება, აღადგინო ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების ბალანსი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეს არის სრულფასოვანი დამატება ნებისმიერი დიეტისთვის მხოლოდ ერთი პირობით: თუ გაითვალისწინებთ წვენთან ერთად მიღებულ შაქრის რაოდენობას. ერთი ჭიქა სმუზი შეიძლება შეიცავდეს რამოდენიმე კივს, ერთ ფორთოხალს, ერთ ბანანს და კენკრას – ეს კი უკვე აჭარბებს შაქრის დასაშვებ დღიურ ნორმას!  

იმისთვის, რომ წვენი და სმუზი იყოს მაქსიმალურად სასარგებლო, გააკეთე თავად და დალიე მომზადებისთანავე. მოამზადე წვენი დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილით, ყოველგვარი დამატკბობლების ან ტკბილი იოგურტის გარეშე. საუკეთესო ვარიანტი – გააკეთო სმუზი არამხოლოდ ხილის, არამედ ბოსტნეულისგანაც, პროპორციით 3 კგ. 7-ზე. იმისთვის, რომ წვენი არამარტო გემრიელი, არამედ კალორიულიც იყოს დაუმატეთ იოგურტი (ბერძნული ან ალბანური, საღებავების და შაქრის გარეშე) ან ნუშის რძე. 

რამდენად სასარგებლოა სმუზი და ახლად გამოწურული წვენი ჯანრთელობისთვის? კარგი შეკითხვაა. ნებისმიერ შემთხვევაში ის უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ორცხობილა ან ბუტერბროდი.  

ტყუილი დაპირება
ამავდროულად სმუზი და "ფრეში" არ ამართლებს ყველა იმ მოლოდინს როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. 

ყველაზე გავრცელებული მოსაზრება წვენებთან დაკავშირებით, რომ ცივი "ფრეში" უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ვიდრე სხვა დანარჩენი მეთოდი – მცდარია. ამის დამამტკიცებელი არცერთი მეცნიერული დასაბუთება არ არსებიბს და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა ცივად გამოწურულ წვენებში არ აღემატება სხვა დანარჩენი მეთოდით მიღებულს. ნუ დაიჯერებთ, რომ ცივი წვენი უფრო სასარგებლოა. ყველა ერთნაირია.

მეორე მცდარი შეხედულება წვენების «დეტოქსად»  გამოყენება - ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა. სიმართლე მდგომარეობს შემდგომში: ჯანმრთელი ორგანიზმი გამოდევნის ტოქსინებს დამოუკიდებლად. პერიოდულად შეგიძლია მოუწყო თავს განტვირთვის დღე. მაგრამ, წვენი და სმუზი ვერ შეცვლის სადილს. თქვენს ორგანიზმს სჭირდება, ცილები, ცხიმები და მიკროელემენტები, რომლებსაც არ შეიცავს ხილი და ბოსტნეული. 

რჩევა
თუ გაწუხებს წონის კლების ან შენარჩუნების პრობლემა, შენს წვენში ან სმუზში დაამატე ერთი კოვზი ფხვნილი კოქტეილისთვის Natural Balance, და შენი ორგანიზმი  მიიღებს სასურველი რაოდენობის ცილებს, ბოჭკოვანას და ომეგა-3 ამონომჟავებს. დააბალანსეთ კვება და თავიდან აიცილეთ არასასურველი ხემსი.

სასარგებლო რეცეპტები

სმუზი იმუნიტეტისთვის
ამარცხებს გაციებას და ასიმულირებს იმუნურ სისტემას. მხოლოდ 172 კალ

1 კოვზი მშრალი ფხვნილი კოქტეილისთვის Natural Balance 
50 მლ უცხიმო რძე 
100 მლ უცხიმო იოგურტი 
8 მოცვის მარცვალი 
3 ნუშის თხილი 

სმუზი კანის სილამაზისთვის 
აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ავსებს შენს სილამაზეს შიგნიდან.

1 კოვზი მშრალი ფხვნილი კოქტეილისთვის Natural Balance 
50 მლ უცხიმო რძე 
100 მლ უცხიმო იოგურტი 
3ც. მარწყვი 
6 მოცვის მარცვალი 
1 ჩ/კოვზი სელის თესლი 


სმუზი-ენერგეტიკი 
შეცვალე დილის ყავა ამ სასმელით, შეიცავს მხოლოდ 167 კალ.

1 კოვზი მშრალი ფხვნილი კოქტეილისთვის Natural Balance 
150 მლ. უცხიმო რძე 
1/2 ბანანი 
1 ჩ/კოვზი ლიმნის წვენი 

სმუზი ბალანსისთვის 
თუ იკვებები დაბალი გი შემცველობის საკვებით, ეს რეცეპტი შენთვის არის. 

1 კოვზი მშრალი ფხვნილი კოქტეილისთვის Natural Balance მარწყვი 
150 მლ ცივი სოიოს რძე 
1 1 ჩ/კოვზი სელის თესლი  
6 ტყის კენკრა








ტექსტი: ფოტო: Shutterstock