რა არის ეს?
ხის ნახშირი — აბსოლუტურად ბუნებრივი კომპონენტია. ხის ტოტები და ფოთლები კარბონიზაციის პროცესს გადიან ანუ, ნახშირორჟანგით გაჯერებას განიცდიან. ამის გამო, ზედაპირზე უამრავი მიკროფორები წარმოიქმნება. ასეთი სტრუქტურა შეწოვის ფართობს ზრდის და ხის ნახშირს უბადლო აბსორბენტად აქცევს.
რატომ ღირს მისი გამოყენება?
აბსორბირებადი, შთანმთქმელი თვისებების წყალობით ხის ნახშირი შესანიშნავად ართმევს თავს კანის გაწმენდას. იგი მაგნიტივით მოქმედებს და ანდამატივით იზიდავს კანის ნებისმიერ ღრმა დაბინძურებას და მკვდარ უჯრედებს.
რაც შეეხება კანის მოვლას?
ტესტოსტერონი — ძირითადი მამრობითი ჰორმონი — ასტიმულირებს სებუმის გამომუშავებას. სამწუხაროდ, ეს იდეალურ გარემოს ქმნის აკნეს წარმოქმნისათვის. ამას დამატებული ჭარბოფლიანობა — მამაკაცის კანი განსაკუთრებით არის მიდრეკილი ფორების დაბინძურებისადმი.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ხის ნახშირი ფაქტიურად მათი გაწმენდისათვის არის გაჩენილი! საპონმა, საპარსმა გელებმა და კანის მოვლის სხვა ტრადიციულმა საშუალებებმა შეიძლება გამოაშროს იგი და მოაკლოს ცხიმების აუცილებელი რაოდენობა. ხოლო ხის ნახშირის შემცვლელი საშუალებები კანს ღრმად წმენდს, არ აშრობს მას და არ იწვევს გაუწყლოებას. ნუ მიხდი მადლობას!
რა არის რეკომენდებული?
გინდა სცადო ხის ნახშირის შემცველი საშუალებები? დაიწყე სერიიდან North for Men Urban. მასში შედის უნივერსალური დასაბანი საშუალება (თმის, ტანის და სახის), საპარსი ქაფი და საპონი.