რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარობა?
მაგალითის სახით მოვიყვანთ კანის მოვლას. თუ თქვენ გააკეთებთ ერთი იგივე რამ ყოველდღე: გაიწმინდოთ სახე დილით და საღამოს, დაიტანოთ ტონიკი და გამოიყენოთ დღის, ღამის კრემი და კრემი თვალების გარშემო, თქვენი კანი მადლობელი იქნება. მალე ეს ქმედებები ჩვევად იქცევა. ისინი ისედაც არ იკავებს დიდ დროს: ორი წუთი დილით და ორი წუთი საღამოს. ხოლო მუდმივი კომპლექსური მოვლისას თქვენ მიიღებთ მუდმივ შედეგს: ჯანმრთელ, ლამაზ და გაცისკროვნებულ კანს. ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე კვებაზე ზრუნვა შიგადაშიგ და აკნეს, ანთებისა, სიმკრთალის ანდა მიმიკური ან ღრმა ნაოჭების სახით წარმოდგენილი ძველი პრობლემების გადაჭრა.
რეგულარული ქმედებები ცხოვრებას ამარტივებს, ზოგავს დროს და მიზნების მიღწევაში გეხმარებათ. დაუმატეთ ამას ცუდი ჩვევების მოშორება, თავდაჯერებულობის ამაღლება და სტრესისადმი უფრო მკვეთრი რეაქცია.
მოსკოვიც კი უცბად არ აშენებულა. სიტუაციის შესაცვლელად, გადადგით პატარ-პატარა ნაბიჯები. დიახ, ეს მოხდება უფრო გვიან ვიდრე გვსურს და უფრო მეტ მოთმინებას და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ჩვევების გასამყარებლად საჭიროა 21 დღე (და არა ორი). მანამდე, სანამ დაიწყებთ, ჯერ განსაზღვრეთ მიზნები. გახდომა გსურთ? იძინოთ 8 საათის განმავლობაში? სპორტით დაკავდეთ? გაიაზრეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ და რა გჭირდებათ ამისათვის და იმოქმედე პატარა ნაბიჯებით.
1. მიზანი: ჯანსაღი საკვების მიღება ან გახდომა
ბალანსის დაცვას ყველაფერი უშლის ხელს: სიცოცხლის რიტმიდან და განწყობიდან დაწყებული, სეზონების შეცვლით დასრულებული. თუ გიცდიათ სწორად კვება, დაგვეთანხმებით: ყოველთვის ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით —ზუსტად ამით არის ის მშვენიერი. დღეს თქვენ არ ჭამთ არაფერს სალათის გარდა, ხვალ კი აუცილებლად მოგინდებათ ბურგერი. ეს სურვილები — ისეთივე განუჭვრეტელობის ფაქტორია, როგორც საქმიან პარტნიორებთან გაჭიანურებული შეხვედრა, რის გამოც თქვენ სავსებით შეგიძლიათ სადილის გამოტოვება. მაგრამ თქვენ გსურთ, რომ ყოველდღე იგრძნოთ თავი ჯანმრთელად და ძალებით სავსე ამას ვერ შეედავებით. სცადეთ მიირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული — და ნაკლებად ტკბილეული. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ.
ექსპერტის რჩევა: ჯანმრთელობის საფუძველია — სასარგებლო ჩვევები, მათ შორის სწორად კვების ჩვევის ფორმირება შესაძლებელია Wellness-AБВ-ს კომლექსური მიდგომის მეშვეობით. მისი წყალობით არ მოგიწევთ იმაზე ღელვა, რომ ვერ მიუსწრებთ სადილს ან ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ვერ მოასწრებთ ჯანსაღი კვების მაღაზიაში შესვლა. და თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის ისტორია მსხვერპლის გარეშე.
2. მიზანი: დაკავდით სპორტით
ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის საკმარისია დღეში 20-30 წუთი ფიზიკური ვარჯიში. მაგრამ სინამდვილეში ვინ აკეთებს ამას? თუ თქვენი ურთიერთობა სპორტთან არარეგულარულია, 30 წუთიანი დღეც კი, რაღაც მიუღწევლად მიგაჩნიათ. ნუ ღელავთ! ჩვენ არ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყოველდღე იაროთ სპორტულ დარბაზში ან იოგაზე. უბრალოდ დაიწყეთ მოკლე გასეირნებიდან. გადმოდით ავტობუსიდან ან მეტროდან რამდენიმე გაჩერებით ადრე. გაისეირნე კაფემდე სადილის დროს. ნუ ისარგებლებთ ლიფტით. თანდათანობით შეამჩნევთ, რომ მიზანი — 10 000 ნაბიჯი დღეში — უკვე მიღწეულია. დაძაბულობისა და მსხვერპლის გარეშე.
3. მიზანი: იძინოთ არანაკლებ 8 საათის განმავლობაში და იყოთ უფრო ენერგიული
თქვენს კანს ისევე, როგროც თქვენ დასვენება და აღდგენა სჭირდება. ამასთან, საკმარისი რაოდენობით ძილი პირდაპირ გავლენას ახდენს გარეგნობაზე, მისაღებ გადაწყვეტილებებზე რეაქციის სიჩქარეზე. ვერ ახერხებთ მოდუნებას მძიმე დღის შემდეგ? გამორთეთ ყველა გაჯეტები დაძინებამდე ერთი საათით ადრე, მიიღეთ აბაზანა და წაიკითხეთ თქვენი საყვარელი წიგნი. დაე მთელმა მსოფლიომ დაგელოდოთ. ხვალ კი გააკეთებთ უფრო მეტს და უფრო ნაკლებ დროში. წარმატებები!