რომელი მზისგან დამცავია უკეთესი?

გამოიყენე ჩვენი გიდი, რომელშიც გაეცნობი ინფორმაციას მზისგან დაცვის საჭირო ინგრედიენტების შესახებ და მარტივი აირჩიე საშუალება, რომელსაც შეგეძლება ენდო.

SPF (Sun Protective Factor) მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დავის ფაქტორი. რაც უფრო მაღალია SPF, მით უფრო ხანგრძლივი და საიმედოა დაცვა. საშუალოდ ადამიანს შეუძლია იმყოფებოდეს მზის ქვეშ დაცვის გარეშე 10 წუთს. თუ შენ დაიტან პროდუქტს, რომელიც შეიცავს SPF 10-ს, უსაფრთხოდ ყოფნის დრო გაიზრდება 100 წუთამდე, თუ SPF 30-ს 300 წუთამდე და ა.შ. პრაქტიკაში გირჩევთ, რომ მზისგან დამცავი დაიტანოთ ყოველ ორ საათში, განსაკუთრებით სანაპიროზე ყოფნის დროს: მისი თვისებები მცირდება კანთან რეაქციისას, მექანიკური სტრესისას და წყალთან კონტაქტისას.

UVA-სხივებიულტრაიისფერი სხივები, რომლებიც არ შთაინთქმება ატმოსფეროში, გაივლიან ღრუბლებს და აღწევენ დედამიწის ზედაპირს. ისინი საშიშია, რადგან ჩვენ ვერ ვგრძნობთ მათ ზემოქმედებას კანზე. მათ შეუძლიათ ძალიან ღრმად შეაღწიონ კანის უჯრედებში და გამოიწვიონ ფოტოდაბერება, ჰიპერპიგმენტაცია, მზისადმი მგრძნობელობის მომატება და ონკოლოგიური დაავადებები.

UVB-სხივები მათი 90% შთაინთქმება ატმოსფეროს მიერ, თუმცა დარჩენილი 10% აღწევს დედამიწის ზედაპირს და შეუძლია ეპიდერმისში შეღწევა. ჩვენ ვგრძნობთ მათ ზემოქმედებას - კანი წითლდება, ხურდება და ირუჯება. სწორედ ეს სხივებია პასუხისმგებელი ლამაზ ოქროსფერ რუჯზე, რომლებიც ასევე იწვევენ მზესთან მგრძნობელობას და კანის კიბოს განვითარებას.

მზისგან დამცავი საშუალების არჩევისას დარწმუნდით, რომ ის დაბლოკავს, როგორც UVA, ასევე UVB სხივებს. მოძებნე ეტიკეტზე ორივე აბრევიატურა ან წარწერა «UV ფილტრები მოქმედების ფართო სპექტრით». მაგალითად, Oriflame-ის განახლებული ხაზი Sun 360 Multi-Rays ტექნოლოგიით მაღალი SPF-ით (30-დან 50+ მდე) და ფართო სპექტრის UV ფილტრებით იცავს კანს UVA/UVB სხივებისგან. შესაბამისად ის ხელს უშლის მზის დამწვრობას, ფოტოდაბერებას და კანის კიბოს განვითარებას.

მზისგან დამცავი ფილტრები არსებობს ორი სახეობის:

ქიმიური ფილტრები - შეიწოვს რადიაციას, შეიწოვს კანში. ასეთი ფილტრების მქონე პროდუქტებს აქვთ მსუბუქი ტექსტურა, იდეალურია სახის კანისთვის, რადგან ისინი არ ხდიან კანს ცხიმიანს და ქმნიან კარგ საფუძველს მაკიაჟისთვის.

რა ნივთიერებები უნდა ვეძებოთ ქიმიური მზისგან დამცავის შემადგენლობაში: Avobenzone (ავებენზონი), Mexoryl SX/XL (მექსორილი), Tinosorb S/M (ტინოსორბი), Octocrylene (ოქტოკრილენი), Oxybenzone (ოქსიბენზონი), Sulisobenzone (სულისობენზონი) და ა.შ. ქიმიური ფილტრების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში.

ფიზიკური ფილტრები- ფანტავს გამოსხივებას და მოქმედებს კანის ზედაპირზე. ფიზიკური ფილტრები ჩვეულებრივ გამოიყენება კანის მოვლის პროდუქტებში. ფიზიკური ფილტრების მქონე პროდუქტები უფრო წებოვანია, ბლანტია და აქვს თეთრი ფერი.

რა ნივთიერებები უნდა ვეძებოთ ფიზიკური მზისგან დამცავის შემადგენლობაში: Zink Oxide (თუთიის ოქსიდი) ან Titanium Dioxide (ტიტანის დიოქსიდი). თუ შენი პროდუქტი არ შეიცავს მოცემულ ნივთიერებებს, მაშინ ის ქიმიური მზისგან დამცავი საშუალებაა.

Oriflame-ის მზისგან დამცავი Sun 360 დამატებითი დაცვისთვის შეიცავს, როგორც ქიმიურ, ასევე ფიზიკურ ფილტრებს. ეს შერეული ტიპის პროდუქტია.


გარდა ფილტრებისა, შემადგენლობაში მოძებნე მცენარეთა ექსტრაქტები და დამატენიანებელი ინგრედიენტები, რომლებიც იზრუნებენ შენს კანზე, დაგეხმარებიან მიიღოთ თანაბარი რუჯი და შეინარჩუნოთ ის რაც შეიძლება დიდ ხანს. Sun 360-ის შემადგენლობაში არის სამი ასეთი კომპონენტი.

ვიტამინი Е ძლიერი ანტიოქსიდანტი ეწინააღმდეგება ჯანგვით სტრესს, რომელიც გამოწვეულია მზისა და გარემოს უარყოფითი ზემოქმედების შედეგად.

მიწამატვალა არის იშვიათი კენკრა, რომელსაც შვედებმა უწოდეს «წყის ოქრო» A, C და  E მაღალი შემცველობის გამო. მისი ექსტრაქტი ინარჩუნებს ტენიანობას კანში და იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

ჩრდილოეთის ბამბა მდიდარია შაქრითა და მინერალებით, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ასევე ამშვიდებს მას მზის ქვეშ.

რათა ისიამოვნო მზით გართულებების გარეშე, გამოიყენე მზისგან დამცავი Sun 360 ყოველდღიურად - არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ ქალაქშიც, თუნდაც ღრუბლიან ამინდში. გაიგე მეტი მზის დაცვის შესახებ აქ.

ტექსტი: