სანამ დავიწყებთ, ნება გვიბოძეთ შეგახსენოთ, რომ გაპარსვა უზარმაზარი სტრესია კანისთვის. დიახ, მამაკაცებში ის უფრო სწრაფად აღდგება კანის მეტი სიმკვრივის გამო, ქალებთან შედარებით. დიახ, სახე ადაპტირდება მჭრელი პირების ზემოქმედების მიმართ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: გაპარსვა დღიდან დღემდე აზიანებს კანს, არღვევს ბუნებრივ დამცავ ბარიერს.
თავდაპირველად წმენდა — და არავითარი თავის მართლება!
ჟღერს ბანალურად, მაგრამ გაპარსვისას სათანადო მომზადების არარსებობა - სწორედ ეს არის მომზადება... მარცხამდე! მნიშვნელოვანია მკვდარი უჯრედების მოცილება, რათა კანის ზედაპირი გახდეს უფრო გლუვი. ჩვენ გირჩევთ დასაბან საშუალებას NovAge Men: მის შემადგენლობაში არსებული ამქერცლავი ნაწილაკები ხელს უწყობს არა მხოლოდ კანის ღრმა წმენდას, არამედ გეხმარება ჩაზრდილი თმების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოიყენე მხოლოდ მჭრელი სამართებელი
21-ე საუკუნეში წვერის გასაპარსი საშუალებები კვლავ რჩება ყველაზე ძვირადღირებულ და სასაცილოდ გადაჭარბებულ საშუალებად პირადი მოვლისთვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგიძლია გაიპარსო ერთი პირით მანამდე, სანამ არ დაჟანგდება. დაბლაგვებული სამართებელი თავისკენ ქაჩავს თმის ღერებს, თუმცა, წესით, მათ ნაზად უნდა ამოკლებდეს. კანის გაღიზიანება და ანთება უზრუნველყოფილია!
დაუნდობლად გადააგდე წვერსაპარსი, თუ იგი ოდნავ მაინც დაბლაგვდა. გადაავლე თბილი წყალი გაპარსვის დროს და მის შემდეგ — ასე გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს.
იმოქმედე!
მაშინაც კი, როდესაც დაიღალე ან ძალიან ჩქარობ, ნუ დაენდობი წვერსაპარსის საპნის ზოლს და დაიტანე საყვარელი საპარსი გელი. ჩვენი რჩეულია — სიახლე NovAge-გან. გელი Razor Glide ტექნოლოგიით წარმოქმნის დამცავ მიკროაფკს წყალში ხსნადი პოლიმერებისგან, რაც სამართებელს საშუალებას აძლევს ისრიალოს კანის გაჭრისა და გაღიზიანების გარეშე.
თმის ზრდის საწინააღმდეგოდ პარსვა არის არა უფრო ეფექტური, არამედ უფრო მტკივნეული და ტრავმული. მხოლოდ მიმართულება შეიძლება იყოს განსხვავებული თუნდაც სახის ერთ მონაკვეთზე — მაგალითად, ლოყაზე. შენ მარტივად შეგიძლია ამოიცნო იგი, თუ წვერს თავს დაანებებ, თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში.
ნუ იჩქარებ აბაზანიდან გამოსვლას
გაპარსვა დასრულდა — დროა კვლავ იზრუნო შენს კანზე. გამოიყენე გაპარსვის შემდეგ წასასმელი დამამშვიდებელი კრემი-გელი NovAge: ის უზრუნველყოფს დატენიანებას 24 საათის განმავლობაში, დაამშვიდებს და ენერგიით აავსებს შენს კანს, დაგეხმარება თავიდან აიცილო კანის სიმშრალე და აქერცვლა, გაზრდის რეგენერაციის სიჩქარეს. მაშინაც კი, თუ დრო და დრო გრჩება ოდნავ თმები ან წვერი, ეს საშუალება ძალიან მოგეწონება: გელი ზრუნავს თმებზე, არბილებს მათ, ანიჭებს ჯანმრთელ და მოვლილ იერს.
ახლა ნამდვილად მორჩა! დარჩა მხოლოდ NovAge–ის კომპლექსური მოვლის დანარჩენი საშუალებების დატანება და შენ მზად ხარ შეხვდე ახალ დღეს სუფთა, ჯანსაღი და დაცული კანით.