შეაჯამე შედეგები და არა საკუთარი თავი
შედეგების შეჯამება — სულაც არ არის საბაბი საკუთარი თავის ზედმეტად დადანაშაულებისთვის და შერცხვენისათვის. 2018 წელს დაშვებული შეცდომები — ეს არის თქვენი ბაზა 2019 წელს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ მათ არ დაამუშავებთ, უსიამოვნო სიტუაციები დროდადრო განმეორდება, სანამ მათგან საჭირო დასკვნებს არ გააკეთებთ. მაშ, რატომ არ გავაკეთოთ ეს ახლავე?
შეცვალე სამყარო თანდათანობით
იკვებო მხოლოდ და მხოლოდ სწორად. ირბინო ყოველ დილით. ისწავლო ჩინური ენა და კიდევ მილიონი დაპირება, რომელთა რეალისტურობის დაჯერება ასე მარტივია სასმისების წკარუნისა და მხიარული მუსიკის ქვეშ. ამბიციურ გეგმებში ცუდი არაფერია, მაგრამ უმჯობესია მათი საფეხურებად, ეტაპებად დაყოფა და კომფორტული ტემპით მოძრაობა. რადგან, როდესაც პირველ იანვარს სამყაროს შეცვლის აუცილებლობა დაგაწვებათ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც გსურთ იმ მომენტში — ეს არის თავზე საბნის გადაფარება და სერიალების ყურება. გჯეროდეს საკუთარი თავის და იმოქმედე თანდათანობით.
მიყევი გეგმას
გეჩვენება, რომ დაგეგმილი კვირა საშინლად მოსაწყენია და დროს არ ტოვებს სპონტანურობისათვის? მაშინ გაიხსენე, როგორ ატარებ საღამოების უმეტეს ნაწილს — განა ისინი ერთმანეთს არ ჰგავს? ზოგჯერ არც ძალ-ღონე და არც დრო არ გვაქვს იმის მოსაფიქრებლად, თუ რით დავკავდეთ თავისუფალ დროს. მაგრამ თუ ცოტაოდენ დროს დავუთმობთ და ყველაფერს წინასწარ დავგეგმავთ, ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი და საინტერესო გახდება: თეატრის ბილეთები უკვე ნაყიდია, მაგიდა კაფეში დაჯავშნილია, შენ ამ შემთხვევისთვის შესაფერისად ხარ ჩაცმული და სამსახურიც არ გამოდის მისთვის გამოყოფილი ჩარჩოებიდან!
იოცნებე, საზიანო არ არის
დაიმახსოვრე: ეს არ არის «ფუჭი ოცნებები», არამედ «მიზნების ვიზუალიზაციაა»! ასე უპასუხე ყველას, ვინც თვლის, რომ შენ ღრუბლებში ნავარდობ. სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, დროდადრო საკუთარი წარმატების წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. იფიქრე იმაზე, თუ როგორ იგრძნობ თავს და რას გააკეთებ, როგორი საგნები და ადამიანები იქნებიან შენს გარშემო, როდის მიაღწევ სასურველ მიზანს. ოცნებებმა არ უნდა შეცვალოს რეალობა — უბრალოდ მათთან ერთად ადვილია იმის გაგება, სად მიდიხარ და რატომ! და... მოქმედების დაწყება!
გადაიხადე მადლობა
შემოიღე ახალი ჩვევა: ყოველ საღამოს ჩაიწერე მინიმუმ 5 რამ, რისთვისაც მადლიერი ხარ. თავდაპირველად ეს მარტივი იქნება, შემდეგ უფრო და უფრო გართულდება: პუნქტები არ უნდა განმეორდეს. ჯანმრთელობა, ოჯახი, მზიანი ამინდი — ეს პრაქტიკა დაგეხმარება გაიხსენო ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ, ვიღებთ, როგორც საკადრისს. და კიდევ - არ დაგავიწყდეს ყოველდღე დრო დაუთმო სასიამოვნო მოვლენებს, საღამოს ხომ უნდა ჩაიწერო რამე!