მზის სხივები კანის დაბერების მთავარი ფაქტორია, ხოლო მზისგან დამცავი საშუალებები ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღრუბლიან ამინდში შენ შეგიძლია გამოხვიდე ქუჩაში დამცავის გარეშე. მზის გამოსხივება მუდმივადაა. SPF-იანი საშუალება უნდა გამოიყენოთ ნებისმიერ დღეს.
კვლევები გვიჩვენებს, რომ 70% გამოსხივებას იღებს ჩვენი კანი, როდესაც ამას არ ველოდებით: როდესაც ღია სარკმელთან ვზივართ ან მივდივართ გაჩერებამდე. ამას გარდა, ულტრაიისფერი სხივები შლიან კერამიდებს (სასარგებლო ცხიმები, რომლებიც იცავენ ჩვენს კანს გამოშრობისგან). შეფეგად, მზისგან დამცავი საშუალებები შეგინარჩუნებთ კანის ტენიანობას. მეტი რა მიზეზია საჭირო მათი რეგულარული გამოყენებისთვის?
2. სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია
თუ შენ მაკიაჟით იძინებ, შენს კანს უტევენ თავისუფალი რადიკალები („ცუდი ბავშვები“, რომლებითაც სავსეა ქალაქის ჰაერი. მათ გამო გამოიყურები უფრო ასაკოვნად) დილისთვის კი იღვიძებ დაბინძურებული ფორებით (მთავარი მიზეზი, რაც იწვევს კანზე გამონაყარს), ასე რომ, ვთვლით, შენ არ გჭირდება დაგაჯეროთ ძილის წინ დაბანის აუცილებლობაში, მაგრამ შეგიძლია იმსჯელო თუ რატომ უნდა დაიბანო დილიდან? გპასუხობთ: იმისათვის რომ კანის ზედაპირიდან მოვიშოროთ ტოქსინები, ცხიმის ჭარბი რაოდენობა და მკვდარი უჯრედები, რომლებმაც თავი მოიყარეს ღამის განმავლობაში.
შეგიძლია გადახვიდე ყოველდღიური გაწმენდის ახალ დონეზე თუ გამოიყენებ სახის გამწმენდ აპარატს. ის გთავაზობთ მოიშოროთ დაბინძურებული და მკვდარი უჯრედები უფრო ეფექტურად.
3. არ დაგავიწყდეს შრატი
სავარაუდოდ შენ იყენებ დამატენიანებელ კრემს. მაგრამ იცი თუ არა, რამდენად სასარგებლო და აუცილებელია შენი კანისთვის შრატები? მხოლოდ მათ შეუძლიათ დაუბრუნონ კანს ბზინვარება, გაასწორონ ნაოჭები, გაჭიმონ კანი და ასევე აამაღლოს სხვა საშუალებების ეფექტურობა. ვინაიდან შრატები შეიცავენ აქტიურ ინგრედიენტებს ამაღლებული კონცენტრაციით, ხოლო მათი ტექსტურა მეტად წყლიანია, ისინი ღრმად შედიან კანში და იწყებენ სწრაფად მოქმედებებს.
4. ღამის დამცავი
სპეციალური საშუალებები, რომელსაც ღამე იყენებენ კანისთვის, ეხმარება მას აღდგეს სამუშაო დღის შემდეგ, რომელიც სავსე იყო არამეგობრული და წარმოუდგენელი გარემოსგან, ასევე გეხმარებიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდე. ამიტომ გამწმენდ ტონიკთან ერთად დამატებით აუცილებლად უნდა იქონიო აღმდგენი ღამის კრემი. აირჩიე ის, რომელიც წყვეტს შენი კანის კონკრეტულ პრობლემებს, მაგალითად იმისვის რომ ებრძოლო სიბერის პირველ ნიშნებს გამოგადგება True Perfection, ხოლო კანს სიმკვრივეს დაუბრუნებს Ultimate Lift.
5. შინაგანი მხარდაჭერა
კანი-ყველაზე დიდი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში და ჩვენი დაცვის პირველი ხაზი გარემო პირობების არასასურველი ფაქტორების წინააღმდეგ. ის გვიცავს მავნე მიკროორგანიზმებისაგან, ულტრაიისფერი სხივების, ცხიმების, ნესტისა და დაბინძურებებისაგან. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანია ის ყოველთვის გვქონდეს ჯანმრთელ მდგომარეობაში. ამისთვის გვესაჭიროება დაბალანსებული დიეტა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით. ცხიმიანი მჟავები ომეგა-3, რომელიც ცხიმიანი თევზისგან მოიპოვება, გვეხმარება შევინარჩუნოთ კანი ჯანმრთელ და დატენიანებულ მდგომარეობაში,მაგრამ ომეგა-3 არ არის ერთადერთი, რაც სჭირდება ჩვენს კანს. ასტაქსანტინი, პიგმენტი, რომელიც შედის წყალმცენარეებსა და წყნარი ოკეანის ორაგულში, ვიტამინების კომპლექსში და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას ინარჩუნებს ტენიანობას და ასევე ამცირებს ნაოჭებს.
შეხვდი ახალ წელს ახალი სასარგებლო ჩვევებით!