დიდხანს და ბედნიერად: ჰარმონიული ცხოვრების საიდუმლო ნებისმიერ ასაკში

არის თუ არა საიდუმლო, რომელიც დაგეხმარება თავი ჯანმრთელად და ბედნიერად იგრძნო, ას წლამდე იცხოვრო და არაფერზე არ ინერვიულო? მოგითხრობთ ამის შესახებ.

1975 წლიდან იაპონიის ოკინავას პრეფექტურაში მიმდინარეობს კვლევა გენეტიკური ფაქტორების შესწავლისა და გამოვლენის შესახებ, აგრეთვე, ცხოვრების სტილის შესახებ, რომელიც დადებითად მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობასა და ხარისხზე. რატომ  სწორედ იქ? საქმე იმაშია, რომ ოკინავა — ერთ-ერთი "ცისფერი ზონაა" მსოფლიოში. ასე ეწოდება სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე რეგიონებს. ასეთი რეგიონების მაცხოვრებლები არ უგულებელყოფენ ფიზიკურ დატვირთვას, ირჩევენ ჯანსაღ კვებას და იცავენ ბალანსს სამსახურეობრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის. ახლობლები, ნათესავები და მეგობრები — მათთვის ყოველთვის მოიძებნება დრო.  

კუნძულ სარდინიაზე ბარბაჯას რეგიონთან, კალიფორნიაში ლომ ლინდის თემთან და კოსტა-რიკაში ნიკოას ნახევარკუნძულთან ერთად "ცისფერი ზონების" სიაში შედის ასევე შვედური ლუნდი. სწორედ იქ, სკონეს პროვინციის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე არის განლაგებული იგელოსას  სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი. ცენტრის დამაარსებელმა, მედიცინის დოქტორმა და ლუნდის უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის პროფესორმა სტიგ სტენმა, სწორედ იქ შეიმუშავა კოქტეილის «ნეჩურალ ბალანსის» ფორმულა ფილტვების სერიოზული დაავადებების მქონე ავადმყოფებისთვის. მიღებული კვების წყარო ცილების, ცხიმების და ნელი ნახშირწყლების ოპტიმალურ რაოდენობას შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმის ადრეული დაბერების პროცესის შეჩერებას და უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას ვიტამინებისა და მინერალების სრული კომპლექსით, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით და ანტიოქსიდანტებით.  

აირჩიე ჯანსაღი რჩევები
რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს კვების საკუთარი ტრადიციები გააჩნია, მაგრამ არსებობს ჯანსაღი ჩვევებიც, რომლებიც მათ აერთიანებთ. მაგალითად, რაციონში ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით მდიდარი ხილის, ბოსტნეულის, ბურღულეულის და მარცვლეულის დამატება; აგრეთვე, ომეგა-3-ის და ომეგა-6-ის ცხიმოვანი მჟავების შეუცვლელი წყაროს — ცოცხალი თევზის მირთმევა. დღის განმავლობაში პატარა ულუფებით ჭამა და მაგიდიდან ცოტა შიმშილის გრძნობით ადგომა. ხორცის მირთმევა თვეში საშუალოდ არა უმეტეს ხუთჯერ. ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ახდენს აგრეთვე ცხოვრების სტილი და გარემო.    


მშვენიერია, თუ შესაძლებლობა გაქვს ამ  შესანიშნავი რეგიონებიდან ერთ-ერთში გადახვიდე საცხოვებლად! თუ არა, მაშინ ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა მიიღო ყველა სასარგებლო ნივთიერება და ნუტრიენტი — უბრალოდ დაამატე რაციონში Wellness Pack , ჩაიდე ხელჩანთაში კენკრის ან შოკოლადის პროტეინული ბატონი, რომ დანაყრდე და არ აკრიფო ზედმეტი კალორიები. სადილის შემდეგ გაისეირნე ან კიდევ ერთი ვარჯიში დაგეგმე მიმდინარე კვირაში. იმოქმედე პატარა ნაბიჯებით და შესანიშნავი ცვლილებები არ დააყოვნებს. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame