როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ვარჯიშისგან

ძლიერი – სრულყოფილი სხეული, ამ დევიზს დღეს ცოტა ვინმე თუ აყენებს ეჭვის ქვეშ. იმისათვის, რომ სხეული გახდეს ძლიერი, მასზე უნდა იზრუნო, დროულად გამოკვებო და არ დაივიწყო დასვენების შესახებ.

მოდური და პრაქტიკული

ზოგჯერ იმისათვის, რომ თავი იგრძნო მეტად სპორტულად, საკმარისია მხოლოდ ჩაიცვა ახალი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. მართებული სპორტული ჩაცმულობა გაძლევს არა მარტო ძლიერ მოტივაციას, არამედ გინარჩუნებს ჯანმრთელობას. ძველი ფეხსაცმელი მეტად ხშირი მიზეზია ტრავმების მისაღებად. თუ სირბილით ხარ გატაცებული, მაშინ ფეხსაცმლის ამორჩევისას მიაქციე ყურადღება ფეხსაცმლის ისეთ პარამეტრებს როგორიცაა ქუსლის ტიპი – იგი შეიძლება იყოს ბრტყელი, ნეიტრალური ამ მაღალი. ხოლო როდესაც საქმე ეხება სპორტულ ტანსაცმელს, ის  უხდებოდეს შენს სხეულს და მასალას.

ყურადღება მიაქციე შედეგს

ნობილია, რომ ის ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, ყველაზე ხშირად ყიდულობს სპორტულ ხელსაწყოებს. დღეს შეგიძლია შეარჩიო შენთვის აუცილებელი და მოსახერხებელი ხელსაწყო, რომელიც ხაზს გაუსვამს შენს პარამეტრებს. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მოწყობილობებს, რომლებიც იმახსოვრებს მარშრუტს, დისტანციას, სიჩქარეს და ვარჯიშზე დახარჯულ დროს.

სავსე ავზი

იმისათვის, რომ მიიღო მაქსიმუმი ვარჯიშისგან, დარწმუნდი იმაში, რომ შენი ენერგიის დონე მდებარეობს შესაბამის სიმაღლეზე. ინტენსიურ ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე დალიე ნახევარი ლიტრი წყალი, რათა თავი დააღწიო გაუწყლოებას. ასევე ეს მოსახერხებელი დროა რათა ნელ-ნელა დამუხტო სხეული ნახშირწყლებით. თუ შენ მოულოდნელად შეგაწუხებს შიმშილი, ვარჯიშის წინ მიირთვი ფინიკი ან ცოტა ყურძენი, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს. ხილი შეგმატებს მეტ ენერგიას.

ვის უნდა დამატება?
ბალანსირებული დიეტა – გასაღებია ჯანმრთელობისკენ და კარგი ფიზიკური ფორმისკენ, ხოლო ჩვეულებრივი საკვებით შენ შეიძლება ვერ შეივსო ვიტამინები და მიკროელემენტები, რომლებიც აუცილებელია ფიტნეს-მიზნების მისაღწევად. მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, აუცილებელია დამატებით მიიღოს ვიტამინი В, რომელიც ეხმარება ნახშირწყლების აბსორბირებაში, ვიტამინი С - რათა გააუმჯობესოს მეტაბოლიზმი და დაიცვას იმუნური სისტემა, ასევე ვიტამინი D, რომელიც აუცილებელია იმისათვის რომ ძვლებისთვის მიიღო საკმარისი კალცი.

არ დაივიწყო აღდგენის საშუალებები

ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ შენს სხეულს სჭირდება აღდგენა, ასე, რომ მიეცი საკუთარ თავს საკმარისი დრო.  ასტქსანტინი დაიცავს შენს კუნთებს უჯრედულ დონეზე და აამაღლებს ამტანობის დონეს და თუ ფიტნეს დარბაზის შემდეგ დაგეწყება კუნთების ტკივილი, დალიე ჯანჯაფილის ნაყენი – ეს ეფექტური ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.      

ტექსტი: