სილამაზის ძილი: როგორ დაიძინოთ ადვილად?

ცხვრებს ითვლით, რომ ჩაგეძინოთ? ვერ ახერხებთ მოდუნებას? უფრო კარგი ხერხები არსებობს! შეეცადეთ შეცვალოთ კანის საღამოს მოვლა ხუთი უბრალო ნაბიჯის მეშვეობით და იგრძენით მეტი ენერგია დილაობით.

1. სრული კომფორტი
რას აკეთებთ ჩვეულებრივ საწოლში: ისვენებთ, მუშაობთ, უყურებთ სერიალებს პოპკორნით და ვახშმობთ კიდეც? თუ ნამდვილად ასეა, დაიწყეთ სასარგებლო ჩვევით: საძინებელში მხოლოდ ძილი! თქვენს სახლში უნდა იყოს ადგილი, რომელიც ასოცირდება სრულ მოდუნებასთან.  გახადეთ ის ნამდვილად მყუდრო: აირჩიეთ ხარისხიანი ლეიბი და ლოგინის თეთრეული სასიამოვნო ქსოვილისგან, ჩამოკიდეთ ღამის ნათურა და სქელი ფარდები, რომლებიც დაახშობენ ქუჩის ლამპიონების სინათლე. გაიტანეთ ყველა ზედმეტი საგანი განსაკუთრებით ტელევიზორი.  

2. დღის განმავლობაში
დაკავდით საყვარელი სპორტით, ოღონდ საღამოთი არა: ასე თქვენ მოდუნდებით, მოიცილებთ მთელ დაგროვილ სტრესს და ზედმეტ ენერგიას. დროებით უარი თქვით დღის ძილზე: 15-20 წუთით ძილმა სადილის შემდეგ შეიძლება მოგიმატოთ ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაძინებამდე 8 საათით ადრე სჯობს არ მიიღოთ კოფეინი გახსოვდეთ, რომ ის არა მხოლოდ ყავაში, აგრეთვე შოკოლადში არის.     

3. დაძინებამდე 3-4 საათით ადრე
მსუბუქი ვახშმის დროა ხომ არ გინდათ შიმშილის შეგრძნებამ გაგაღვიძოთ! აირჩიეთ ცილები და რთული ნახშირწყლები, ისინი დიდი ხნით დაგიხშობენ შიმშილის შეგრძნებას. ხოლო ტკბილის (მათ შორის ხილის) მირთმევა ძილის წინ სასურველი არ არის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზიანოა თქვენი ფიგურისთვის. შაქარი გამოიწვევს სისხლში გლუკოზის დონის უცბად ამაღლებას და შემდეგ მკვეთრად დაცემას, რაც ხელს შეუშლის ჩაძინებას და დაწევს თავად ძილის ხარისხს.     

4. დაძინებამდე 2 საათით ადრე
გამორთეთ ყველა ელექტრონული ხელსაწყო: ეკრანი ასხივებს ლურჯ შუქს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ძილის ჰორმონის გამომუშავებაზე. გარდა ამისა, ახალი ინფორმაცია ასტიმულირებს ტვინის აქტივობას და გიბრუნებთ სიმხნევეს სამუშაო დღის მსგავსად. «კიდევ ერთი სერია და მერე ძილი». ამის ნაცვლად სჯობს წაიკითხოთ წიგნი, მოხდინოთ მედიტირება ან მიიღოთ თბილი აბაზანა. ხოლო დასატენიანებლად გამოიყენეთ დამამშვიდებელი ტანის ზეთი მომადუნებელი არომატით.

5. ძილის წინ
გააფრქვიეთ სხეულის ზედა ნაწილზე და ბალიშზე ლავანდის ეთერზეთზე დამზადებული სპეციალური სპრეი, რომელიც დაამშვიდებს სხეულსა და გონებას. გაიკეთე საძილე ნიღაბი — ის ახდენს სინათლის დაბლოკვას და  სრული სიბნელის ეფექტს ქმნის. ამას დაამატეთ ყურის საცობები, რომ არანაირმა ფაჩუნმა ხელი არ შეგიშალოთ ჩაძინებაში. დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ თანდათან დუნდება თქვენი სხეული. უფრო მოსალოდნელია, რომ თვალებს გაახელთ უკვე მხოლოდ დილით! 

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame