როგორ დავუბრუნოთ კანს სიმკვრივე

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ კანის ელასტიურობის დაკარგვა განეკუთვნება დაბერების ძირითად ვიზუალურ ნიშნებს. ჩვენ ვესაუბრეთ კანის კვლევითი ცენტრის დირექტორს, დოქტორ ალენ მავონს მეტად ეფექტური მეთოდების შესახებ თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა.

რას ნიშნავს კანის სიმკვრივის დაკარგვა?

ვიდრე ახალგაზრდები ვართ, კანის შემაერთებელი ქსოვილების უჯრედები ფიბრობლასტები გამოიმუშავებენ კოლაგენს და ელასტინს იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია, რათა ჩვენი კანი გახდეს ხავერდოვანი და მკვრივი. მაგრამ ასაკთან ერთად ბუნებრივი ცვლილებები უჯრედებში , ასევე გარემო პირობების მავნე ზემოქმედება მაგალითად მზის სხივებს, ფიბრობლასტების მუშაობის და რაოდენობის შემცირებასთან მივყავართ. ამასთან ერთად კოლაგენის და ელასტინის სინთეზიც ნელდება. შედეგად კანი კარგავს ელასტიურობას და იწყებს ჩამოკიდებას. 

როგორ გამოვასწოროთ ეს?

რეტინოლი

რეტინოლო, ან ვიტამინი А, შეიცავს უამრავ ანტიასაკობრივ თვისებებს. ამასთან ერთად მას შეუძლია იქონიოს კანის გაჭიმვის ეფექტი. რეტინოლო წარმოადგენს უჯრედული მემბრანის სტრუქტურულ კომპონენტს და პასუხს აგებს ორგანიზმის ანტიოქსიდანთებით დაცვისთვის.  მაგრამ, როგორც დოქტორი მავონი აღნიშნავს, ნებისმიერ ადამიანს აქვს მეტად გამოხატული მგრძნობელობა რეტინოლის მიმართ, რაც გამოვლინდება კანის გაწითლებით და გაღიზიანებით. 

არაინვიზიური პროცედურები

ეს პროცედურები პოპულარულია იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც  სურთ უფრო მეტად გამოხატული შედეგის მიღება, მაგრამ ამასთან ერთად არ სურთ მიმართონ პლასტიკურ ქირურგს. არსებობს მრავალი პროცედურა, მათ შორის თერმაჟი - აპარატული მეთოდიკა, რომელიც დაბალსიხშირიან რადიო-ტალღებით ზემოქმედების დროს კანის ღრმა ფორებში სტიმულირებას უკეთებენ კოლაგენის გამოყოფას, მაგრამ ვინაიდან ასეთი პროცედურები შეიძლება მტკივნეული იყოს, დოქტორი მავონი არ არის მისი თაყვანისმცემელი.  «თერმაჟის პროცესში კოლაგენი შეიძლება გადახურდეს, ამიტომ ის არ არის დარწმუნებული, რომ ამ პროცედურას ხანგრძლივი პოზიტიური ეფექტი აქვს კანისთვის».

AspartoLift

AspartoLift წარმოშობილია ასპარგანის მჟავისაგან, რომელიც მრავლად არის თხილსა და მცენარეთა თესლში. კლინიკური კვლევევის შედეგად  AspartoLift  - აახალგაზრდავებს ფიბრობლასტებს, ამაღლებს მათ დრეკადობას და ხელს უწყობს კოლაგენის გამოყოფას.  «ლაბორატორიული ტესტები ადასტურებს ძლიერ ანტიასაკობრივ თვისებებს, რომლებსაც მოიცავს  AspartoLift.  იგი უბრუნებს ფიბრობლასტებს იმ თვისებებს, რომლებიც მას 20 წლის წინ ჰქონდა» -  ამტკიცებს დოქტორი მავონი. AspartoLift -ს გვერდითი ეფექტებიც აქვს, მაგრამ საუკეთესო შედეგების მისაღწევად რეკომენდებულია გამოიყენოთ რეტინოლო კანის კომპლექსური მოვლისას.   

მასაჟი

სპა-პროცედურებმა, რომლებშიც შედის მასაჟი, შეიძლია სხვადასხვა ეფექტურობით იმოქმედოს კანზე, დაუბრუნოს რა მას დრეკადობა. მავონი ამტკიცებს, რომ ასეთი პროცედურებისთვის არაა აუცილებელი იარო სალონში. შეგიძლია ეს დამოუკიდებლად გააკეთო.  «სახის კუნთების მოსადუნებელი ვარჯიშები ასტიმულირებს ფიბრობლასტებს და ხელს უშლის კანის სიმკვრივის დაკარგვას. დღეში რამდენიმე წუთი დაუთმე ვარჯიშს და დაუმატე ამას კომპლექსური მოვლის პროცედურები - აი მთავარი საიდუმლო, რათა ჩვენი კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს!»

ტექსტი: ფოტო: Shutterstock