კანის საგაზაფხულო მოვლა

ამ ზამთარს შენს კანს კვლავ გაუჭირდა: მშრალი ჰაერი, ქარი, ტემპერატურის ცვლილებები, მზის უკმარისობა, ვიტამინების ნაკლებობა და სტრესი. ენერგიის აღდგენის დროა! ჩვენ გიამბობთ, როგორ დაამარცხო კანის გაზაფხულის პრობლემები და გააღვიძო ის ზამთრის ძილის შემდეგ.

პრობლემა: დეჰიდრატაცია და მგრძნობელობა

რამდენიმე თვის განმავლობაში, გათბობის სეზონის დროს შენობების შიგნით არსებული მშრალი ჰაერი კანს სინოტივეს აშორებს.  მშრალ კანსაც კი შეიძლება ჰქონდეს ნაკლოვანებები და ცხიმიანი ბზინვარება:  ასე, რომ ბუნებრივი დამცავი ბარიერი ცდილობს მის თავიდან არიდებას და საჭიროა მისი დახმარება.

ჩვენ ვიმოქმედებთ შიგნიდან და გარედან. გაიკეთე დამატენიანებელი ნიღბები 1-2 ჯერ კვირაში, მუქი ფერის ტონები შეცვალე უფრო ღიათი და გამონაყარზე წერტილოვნად წაისვი ჩაის ხის ზეთი. არავითარი თიხა და სილიცილის მჟავა - დაზიანებულ კანზე მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გაღიზიანება.

პრობლემა: სახის ფერმკრთალი ფერი

როდესაც პირველი გაზაფხულის მზე საბოლოოდ გამოჩნდება, მის ნათელ შუქში ვამჩნევთ, რომ სახე არ გამოიყურება ისე, როგორც ზამთრის ძილამდე. ფორები გაფართოვდნენ, სახის ფერი ატმისფერიდან გადავიდა ნაცრისფერში და ასევე, ჭორფლები თითქოს უფრო გამოჩდნენ. ვიტამინებისა და მზის შუქის ნაკლებობა, სტრესი, კვების რაციონისა და რეჟიმის ცვლილება ფიტავს კანს. დროა აღვადგინოთ ის ენერგიით!

შეეცადე შეცვალო მოვლის ფორმა, რათა გამოაცოცხლო კანი. იდეალურ შემთხვევაში ყველა პროდუქტი უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ ხაზს, რომელიც  იქნება ახალი შენთვის. ჩვენი არჩევანი არის ახალი სერია Love Nature, რომელიც გარგარის ორგანულ ექსტრაქტებსა და წვენს შეიცავს.  გამწმენდი საშუალება ავიწროებს ფორებს და აქვს ბიოდეგრადირებადი ფორმულა სილიკონების, პარაბენებისა და სპირტის გარეშე. ტონიკი ეხმარება კანს დაბანის შემდეგ ბალანსირებაში და მისი ბოთლის 40% შედგება გადამუშავებული პლასტიკისგან. მატონიზირებელი სახის გელი ატენიანებს და აღადგენს ბზინვარებას. მხოლოდ სამი ნაბიჯი - ნამდვილი განახლება თქვენი კანისთვის!

პრობლემა: პილინგი

ზამთარში კანის განახლების ბუნებრივი პროცესები ნელდება: მკაცრი კლიმატის გამო დამატებითი დაცვისთვის იზრდება ფენის რქოვანა,  ამიტომ კანის ზედაპირზე შესაძლოა დაგროვდეს მკვდარი უჯრედები. შედეგად ჩნდება პილინგი, რომელიც შესამჩნევია ნებისმიერი ტონალური კრემის ქვემოთ და არ ტოვებს ჩვენს კანს გაზაფხულამდე.

გადაწყვეტის გზა - პილინგი 1-2 ჯერ კვირაში, რათა მოხდეს რეგენერაციის პროცესის სტიმულირება, და მკვებავი კრემი, რომელიც შეამსუბუქებს სტრესს. მშვენიერი ბონუსი - SPF 50, როგორც დამატებითი დამცავი საშუალება ფოტოსიბერისგან.

ტექსტი: ფოტო: Oriflame