როგორ მოვუაროთ მშრალ კანს

მშრალი და გაღიზიანებისადმი მიდრეკილი კანი ძალინ ხშირად უსიამოვნო შეგრძნებას ბადებს. არ ჩავარდეთ პანიკაში! ჩვენ მოგითხრობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ ვინერვიულოთ და მივიღოთ სიამოვნება.

თავი აარიდე ძალიან ცხელ შხაპს
ყველას უყვარს ცხელი შხაპის მიღება, მაგრამ ეს მშრალი კანის ნამდვილი მტერია. იგი ანადგურბს ბუნებრივ ცხიმოვან ბარიერს, რომელიც ეხმარება კანს შეინარჩუნოს ტენიანობა და დარჩეს ხავერდოვანი.  იყავი დარწმუნებული ყველაფერში, წყლის ტემპერატურით დაწყებული დროთი დამთავრებული, რასაც შენ შხაპის ქვეშ ატარებ.  

ისარგებლე სწორი მოვლის საშუალებებით
მშრალი კანისთვის შექმნილია უამრავი მოვლის საშუალება, ამიტომ შენ  გრჩება მხოლოდ ერთი გზა გააკეთო სწორი არჩევანი! მიაქციე ყურადღება ნაზ გამწმენდ საშუალებებს და ლოსიონებს, რომლებიც დამზადებულია ვაზელინის ფუძესა და ნატურალურ ინგრედიენტებზე, ისეთზე როგორც გლიცერინია. ლოსიონები წყლის ბაზაზე პრაქტიკულად უსარგებლოა მშრალი კანისთვის.

რედაქტორისგან: კანის მშრალი ზონების მოსავლელად, არაჩვეიულებრივი საშუალებაა დამცავი ბალზამი «ნაზი ზრუნვა». ის შეიცავს ვაზელინს, რომელიც ხსნის სიმშრალის შეგრძნებას და ატენიანებს შენს კანს.

მიირთვი ჯანსაღი საკვები
კანი უნდა დაატენიანო არა მარტო გარედან არამედ შიგნიდანაც. აუცილებელია შენი ორგანიზმისთვის ნაკლებადმცირე ცხიმიანი მჟავა ომეგა-3, რომელიც აღადგენს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და დაგეხმარება მოუარო მას. 

არ უგულებელყო ღამის მოვლა
როდესაც არაფერი არ გშველის გრჩება ერთი იმედი –  ღამის მოვლა. დაიწყე პროცედურა ხანგრძლივი თბილი აბაზანით. გაჩერდი წყალში მანამდე, ვიდრე კანი თითებზე არ დაემსგავსება ქლიავის ჩირს. ამოდი წყლიდან და გაიმშრალე რბილი პირსახოცით. წაისვი ტანის მკვებავი ზეთი – არ დაინანო დაიტანე ბევრი (ამ ღამით არ ისარგებლო ახალი თეთრეულით და ღამის პერანგით) ახლა კი დაიძინე. დაინახავ: დილით შენი კანი იქნება სრულიად განსხვავებული.





ტექსტი: ფოტო: Getty Images