დეჰიდრირებული კანის მოვლა: 5 წესი

გაინტერესებს, როგორ შეამცირო კანის დაჭიმულობა და დეჰიდრატაცია? ჩვენ შევაგროვეთ ყოველდღიური მოვლისა და დაცვის საუკეთესო ლაიფჰაკები - გაითვალისწინეთ!

მშრალი VS დეჰიდრირებული კანი

ქმედებებზე გადასვლამდე გავარკვიოთ, რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის. მშრალი კანი ხასიათდება სებუმის გამომუშავების დარღვევით, მაშინ, როდესაც დეჰიდრატაცია არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი ტიპის კან არასაკმარისი დატენიანბის გამო, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ამ ტიპ განეკუთვნება, მაგალითად, ცხიმიანი კანი - ის ორჯერ უფრო აქტიურად უნდა დატენიანდეს.

ჯანმრთელი კანისთვის საჭიროა ზეთებისა და წყლის ბალანსის შენარჩუნება. ასევე, ნუ დაივიწყებ დღის რეჟიმისა და სწორი კვების შესახებ - კარგი მოვლა არ გამორიცხავს ამ კომპონენტებს.

მოერიდე ზედმეტ გაწმენდას

დიახ, იზოლაციასა და კარანტინში უფრო ხშირად დავიწყეთ შხაპის მიღება დღის განმავლობაში - რელაქსაციის ასეთი მეთოდი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველაზე სასარგებლო. საქმე იმაშია, რომ ორთქლი და ცხელი წყალი კანის ბარიერს ბუნებრივ დაცვას უმცირებს.

ეცადე, შხაპიც და აბაზანაც თბილი წყლით მიიღო, ასევე, შეამცირო პროცედურის დრო - დერმატოლოგები ირჩევენ მაქსიმუმ 10 წუთს.

წაიკითხე შემადგენლობა

პროდუქტებმა, რომლებიც დასაბანი საშუალებები და არომატიზატორებია, შეიძლება გააძლიეროს სიმშრალე, ამიტომ, გამოიყენე რბილი გამწმენდი საშუალება ან რძე, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი ზეთების შენარჩუნებას და ტენის შეკავებას. ყოველთვის შეარჩიე უალკოჰოლო დასაბანი საშუალებები და დამატენიანებელი კრემი უშუალოდ ნესტიან კანზე წაისვი - ასე პროდუქტები უკეთესად შეიწოვება ეპიდერმისში.

დამატენიანებელ კრემში შემავალი ინგრედიენტების ხარისხი, ასევე, ზემოქმედებახდენს კანზე. ასე რომ, კრემი შიის კარაქით, მინერალებით, გლიცერინით, ჰიალურონის მჟავით ან კერამიდებით უკეთ შეაკავებს ტენ და შეამცირებს სიმშრალეს.

თუ კანი ცხიმისგან ბზინავს, უმჯობესია მსუბუქი ტექსტურის მქონე კრემი გამოყენება, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად კომბინირებული კანისთვის - ის არა მხოლოდ დაატენიანებს, არამედ გააკონტროლებს კიდეც ცხიმის გამომუშავებას.

ყოველდღიური მოვლის საშუალებების შემდეგ გამოიყენე SPF - კანის დასაცავად, განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდებში.

დაატენიანე ... ჰაერი!

პანდემიის დროს დროის მნიშვნელოვან ნაწილ ოთხ კედელში ვატარებდით, ახლა კი, როდესაც ბევრ ქვეყანაში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები, ღირს ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობის ყიდვაზე დაფიქრება. როდესაც ოთახში მშრალი ჰაერი, ის, ფაქტიურად, იტაცებს ტენ კანიდან, არღვევს რა მის ბუნებრივ ბარიერს.

ჰაერის დაბალანსების კიდევ ერთი გზაა ოთახის მცენარეები. ნუ დაივიწყებ ნიადაგის უფრო ხშირად მორწყვას და ფოთლებზე წყლის ესხურებას: ისინი გამოყოფენ არა მხოლოდ ჟანგბადს, არამედ ტენსაც, რომელიც ჩვენ კანისთვის აუცილებელია.



გადაამოწმე გარდერობი

შემოდგომასა და ზამთარში კანი ცივი ჰაერისა და ტემპერატურის ცვალებადობისგან დაიცავი, რათა თავიდან აიცილო ფორების შევიწროება, დაჭიმულობა და ნახეთქების გაჩენა. ზაფხულში ნუ დაივიწყებ არა მხოლოდ SPF–ს, არამედ ქუდების შესახებაც - სახის დელიკატურ კანს დამატებითი დაცვა მოუხდება. იზრუნე ტანის კანზე, შეარჩიე ნატურალური ქსოვილები - როგორც წესი, ისინი უფრო მეტ ჰაერს ატარებენ და სხეულისთვის სასიამოვნოა. უპირატესობა მიანიჭე ბამბის, ბამბუკის, აბრეშუმის, ასევე, რბილი მატყლის სხვადასხვა სახეობას (ალპაკა, კაშმირი, მერინო).

დაფიქრდი დიეტაზე

ასეთი მარტივი და ხშირი კითხვაა, მაგრამ კანის მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: იღებ საკმარის წყალს? რეკომენდებული დღიური დოზაა რვა ჭიქა, ან მეტი, თუ აქტიური ცხოვრების წესი გაქვს. რაც უფრო მეტ სითხს დაკარგავ, მით უფრო აქტიურად გჭირდება მისი შევსება.

გაითვალისწინე კავშირი კანის ჯანმრთელობასა და იმას შორის, თუ რას ვჭამთ, გადახედე რაციონს. ასევე, ორგანიზმის შიგნიდან „დატენიანება“ შესაძლებელია დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღებით. გარდა ამისა, ღირს ყოველდღიური ესენციალური ცხიმოვანი მჟავების მიღების გაზრდა კანის ბუნებრივი ბარიერის განსამტკიცებლად. შეიტანე მენიუში ომეგა -3 და 6-ის წყაროების (ცხიმიანი თევზი, კაკალი ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები).

სცადე Optimals-ის განახლებული სერია, რომელიც ებრძვის კანის დეჰიდრატაციას და ტენით ავსებს მას.