საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელი ძილი აუცილებელია ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. ძილის დროს , ჩვენი სხეული, განსაკუთრებით კანი, ისვენებს, იკვებება და აღსდგება. თუ შენ ყოველ ღამე 8 საათი არ გძინავს, მოვიდა დრო შეცვალო ეს ჩვევა. ქვემოთ მოგითხრობთ, როგორ ისწავლოთ დაძინება, ძილი და გამოძინება.
დააწესე დასვენების დრო და არ დააღღვიო რეჟიმი!
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მათ ვინც მკაცრად იცავს დაძინების და გაღვიძების რეჟიმს , უკეთესად ძინავს. დილაობით - შუადღემდე საწოლში ნებივრობა და ღამით - შუაღამემდე უძილობა, არღვევს ჩვენი ორგანიზმის დღე-ღამურ ციკლს, ამიტომ ეცადე, დასვენების დღეებშიც კი არ დაარღვიო ძილის რეჟიმი.
გადახედე შენს დამოკიდებულებას კოფეინის მიმართ
ჩვენს ორგანიზმს საშუალოდ ერთი ყავის ჭიქის შემცველი კოფეინის გადასამუშავებლად 4 საათი ესაჭიროება, ამიტომ, თუ შენ მიირთმევ დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას, გვიან საღამომდე მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფები. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, შეცვალე ყავა მცენარეული ჩაით ან სხვა რომელიმე სასარგებლო ნაყენით, რომელიც კოფეინს არ შეიცავს.
შეარჩიე იდეალური დრო ვარჯიშისთვის
კარდიო და მძლეოსნური ვარჯიშები ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ამ დროს სისხლში გამომუშავდება ენდორფინი - ბედნიერების ჰორმონი და ადრენალინი, რაც ორგანიზმისთვის დღის განმავლობაში საუკეთესო დახმარებაა. საღამოობით კი, ზედმეტი აქტიურობა სულაც არ არის სასურველი. დაიმახსოვრე, ვარჯიშიდან დაძინებამდე მინიმუმ 3 საათი უნდა გავიდეს. თუ ესეც არ გშველის, საღამოობით დაკავდი იოგით, რათა სხეული და გონება დაიმშვიდო.
"ვარჯიშიდან დაძინებამდე მინიმუმ 3 საათი უნდა გავიდეს. თუ ესევ არ გშველის, დაკავდი იოგით, რათა დაასვენო სხეული და გონება. "
ფოკუსი ტემპერატურაზე
ცხელი აბაზანა სხეულის ტემპერატურას მაღლა სწევს, ხოლო, როდესაც აბაზანიდან ამოდიხარ , ხდება ტემპერატურის უეცარი გაციება. ასეთი ცვლილება ტვინს უგზავნის სიგნალს, დასვენების შესახებ. ამიტომ, გიჩნდება დაწოლის და სასვენების სურვილი. ეს ყველაზე სასურველი დროა ძილისთვის.
ძილი ტექნიკის გარეშე
საწოლ ოთახში უნდა იყოს სიგრილე, სიჩუმე, სიბნელე და რაც მთავარია, არ უნდა იყოს ტექნიკა. სმარტფონი, კომპიუტერი და ტელევიზორი არღვევენ ბუნებრივი ძილის ციკლს, ამიტომ ეცადე დატოვო ისინი სხვა ოთახში.
ლავანდა მოდუნებისთვის
ლავანდა ძველთაგანვე გამოიყენება, როგორც საძილე საშუალება. ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთი ბალიშზე საკმარისია, რომ დამშვიდდე და მოემზადო ძილისთვის.
"ძილი – ყველაზე საუკეთესო სილამაზის პროცედურაა, მაგრამ მისი სრულყოფაც შესაძლებელია მოვლის საშუალებების გამოყენებით."
სილამაზის რიტუალი
ღამით შენი კანი აღიდგენს ბუნებრივ ბალანსს, ამიტომ უფრო მგრძნობიარეა მკვებავი ნივთიერებების მიმართ. ძილის წინ წაისვი სახეზე შრატი და ღამის საცხი - ეს არა მარტო გააუმჯობესებს შენი სახის ფერს და გარეგნულ იერს, არამედ შეგიქმნის დამაწყნარებელ და მოსადუნებელ რიტუალს, რათა შენმა გონებამ და სხეულმა კარგად დაისვენოს!