როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი

ისინიც კი ვისაც ცხოვრება აეწყო უარს არ იტყვიან იყვნენ ცოტათი ბედნიერნი. გთავაზობთ 10 მარტივ ხერხს გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი ეხლავე!

1.  ივარჯიშე 
როდესაც ვარჯიშობ, შენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს – ქიმიური რეაქციებს, რომლებიც  ეიფორიას იწვევენ და ამცირებენ ტკივილს. ასევე სპორტით დაკავების დროს იწევს სტრესის ჰორმონის-კორტიზოდის დონე, რის შედეგადაც შენ ხდები უფრო მშვიდი და თავს გრძობ ბედნიერად. 

2. გამოიძინე 
იცი თუ არა, რომ ნეგატიური და პოზიტიური ემოციები პასუხობს შენი ტვინის  სხვადასხვა არეს? როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს ძილის უკმარისობას მივყავართ იქამდე, რომ შენი გონება ფოკუსირდება მხოლოდ ნეგატივზე, ამიტომ რაც უფრო კარგად გძინავს მით სასიხარულოა შენი აზრები და უფრო ხალისიანი ხარ.
 
3. იყავი კომუნიკაბელური 
ადამიანი – სოციალურ არსებაა. ინტერვენტებიც კი ღებულობენ სიამოვნებას მეგობრებთან ან ოჯახთან ურთიერთობისას. ასევე სტატისტიკა ამტკიცებს, რომ კომუნიკაბელური ადამიანები უფრო მყარი ჯანმრთელობით გამოირჩევიან და დიდხანს ცხოვრობენ. ამიტომ რატომაც არ დავურეკოთ ძველ მეგობარს დაუფიქრებლად? 

4. მიიღე მზის აბაზანები 
მზიან დღეებში ჩვენი ორგანიზმი აძლიერებს ნეირომედიეტორი სეროტინინის გამომუშავებას, რომელსაც ხშირად უწოდებენ ბედნიერების ჰორმონს. ყველაფერი რაც ამისთვისაა საჭირო ეს არის ოცწუთიანი სეირნობა სუფთა ჰაერზე!

5. გაატარე მეტი დრო ბუნებაში 
ბუნებასთან ურთიერთობა – იქნება ეს სეირნობა ახლომახლო ტყეში ან საკუთარ ბაღში აუცილებლად შეცვლის შენს განწყობას უკეთესობისკენ. მეცნიერები ტყუილად არ ამტკიცებენ, რომ ცხოვრებისეული ენერგიის ამაღლებისთვის აუცილებელია ხედავდე მწვანე ფერს.

6. დაეხმარე ადამიანებს 
როგორც ამბობენ, უკეთესია გასცე ვიდრე აიღო და ამაში არის სიმართლე. დაკვირვებები გვიჩვენებენ რომ ადამიანი, რომელსაც უნაწილებს თავის დროს სხვა ადამიანებს ან უზიარებს რაიმეს სხვ ადამიანს თავს უფრო ბედნიერად გრძნობს.

7. შეიძინე შთაბეჭდილებები და არა საგნები 
დამტკიცებულია: თუ ხარჯავ ფულს ახალ ცდებზე ან უბრალოდ ახალ შთაბეჭდილებებზე ეს შენ უფრო ბედნიერს გხდის, ვიდრე მაშინ თუ შენ უბრალოდ იყიდიდი რაიმე ნივთს. 

8. გაიღიმე 
გაიხსენე რამე სასიამოვნო და გაუღიმე შენს მოგონებებს. გამოცდილი ხერხია გაიუმჯობესო განწყობა. თუ შენს სიცილიც არ  გინდა ეს ხერხი ყოველთვის მუშაობს. 

9. გააკეთე მედიტაცია 
რეგულარულად მედიტაციით დაკავება ხსნის სტრესს და ამაღლებს ბედნიერების შეგრძნებას. იმისთვის რომ დაიწყო მედიტაცია საკმარისია ჩაეწერო რაიმე კურსებზე ან გადმოწერო რაიმე სერიოზული შემეცნებითი გადაცემა.

10. იყავი მადლიერი 
ვიდრე დაიძინებ ჩაიწერე სამი რამ რისიც ხარ მადლიერი. ეს შეიძლება მცირე ან პირიქით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია. როგორც ვარიანტი შენი მდგომარეობა გაუზიარე მეგობარს ან პარტნიორს. ეს საშუალებაა გაიუმჯობესო შენი განწყობა ძილის წინ გაიხსენებ რა ყველაფერ კარგს რაც ამ დღის განმავლობაში მოხდა.

 
.

 




ტექსტი: ფოტო: Getty Images