როგორ მოქმედებს სტრესი კანზე

თათბირი, გამოცდა ან პაემანი — თუნდაც არასდროს იტანჯებოდი გამონაყარისგან, აკნესგან ან კანის გაღიზიანებისგან, ყველაფერი ეს შეიძლება გაჩნდეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში. მოდი გავერკვიოთ, რატომ ხდება ასე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.

სწორედ სტრესი შეიძლება გახდეს კანის გაღიზიანების, სახის მკრთალი ფერის და თუნდაც ნაოჭების გაჩენის მიზეზი. შეგიძლია წაისვა ტონალური ფუძე, კორექტორი, დალიო ბევრი წყალი, არ გაიხედო ცხარე საჭმელებისკენ, მაგრამ არაფერი შეიცვლება. 

რატომ მოქმედებს სტრესი კანზე?
მთავარი დამნაშავე — კორტიზოლი. როდესაც სტრესის მოქმედებას განვიცდით, სხეული ფიქრობს, რომ საფრთხეში იმყოფება და კორტიზოლის ჰორმონის გატყორცნით რეაგირებს. ერთი შეხედვით, არაფერი არ არის საშიში, მაგრამ დროთა განმავლობაში კორტიზოლი ზეგავლენას ახდენს ქონის ჯირკვლების მუშაობაზე, რომლებიც მეტ სებუმს გამოიმუშავებენ. ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება მუწუკების გაჩენის მიზეზად გადაიქცეს — მაგალითად, პირდაპირ მნიშვნელოვანი მოვლენის — გამოცდის, თათბირის ან პაემანის წინ. ხანგრძლივი სტრესი იწვევს არა მარტო სებუმის გამომუშავების მომატებას, არამედ აუარესებს კანის აღდგენის, კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნის უნარს და აგრეთვე გავლენას ახდენს მიმიკური და ღრმა ნაოჭების გაჩენაზე.  

და რა უნდა მოიმოქმედო ახლა?
საბედნიეროდ, სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ჯერ ერთი, იპოვე სტრესის მიზეზი. მეორეც, იფიქრე, როგორ შეგიძლია მასთან გამკლავება. მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები — მათ და არა მარტო პრაქტიკოსებს შეუძლიათ სიტუაციის ნორმალიზება. დაანთე სანთლები, წაისვი სახის ნიღაბი და ჩაწექი თბილ აბაზანაში. გამონახე ცოტაოდენი დრო საკუთარი თავისთვის და ისწავლე დასვენება.  

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame