შორს მწუხარება!
ვანილისა და ვარდის ნოტები მოსწონს ყველას. ასეთი სასიამოვნო არომატები გიქმნით კარგ განწყობას და გამშვიდებთ — ზოგიერთი კვლევის მიხედვით — საყიდლებისკენ მისწრაფებასაც ზრდის. რატომაც არა? შოპინგი — ხომ სიამოვნებაა.
ყურადღების ამაღლება
ისეთ ინგრედიენტებს, როგორიც არის შავი პილპილი ან ლიმონი, გააჩნია უნარი გაზარდოს გონებრივი და შრომისუნარიანობის ეფექტურობა. შემოქმედებითი კრიზისი? შეიძინეთ ციტრუსის არომატი შავი ან წითელი პილპილის აკორდებით და საქმე უფრო დაჩქარდება!
მოდუნებაში დახმარება
გაჯერებული არომატები, როგორც წესი, კომფორტის შეგრძნებას ქმნიან და გეხმარებიან მოდუნებაში. მაგალითად, სივრცის შეგძნებისთვის აირჩიეთ არომატები გრილი ან ციტრუსის ნოტებით, როგორიც არის ალოე ვერა, ფორთოხალი ან კიტრი. საწინააღმდეგო ეფექტს უზრუნველყოფენ ხის, აღმოსავლური და სურნელოვანი კომპოზიციები.
მეტი გრძნობით...
ვნებიანობის გაღვიძება და მიმზიდველობის გაძლიერება შეუძლიათ აფროდიზიაკ-არომატებს. ილანგ-ილანგი, სანდალოზი, ჟასმინი, კოჭა და ბერგამოტი – მოძებნეთ კომპოზიციები ასეთი ნოტებით და ისიამოვნეთ ეფექტით.
მეტი თავდაჯერებულობა
ორქიდეის და სანდალოზის ნოტები ტრადიციულად გამოიყენება თავდაჯერებულობის ასამაღლებლად. მაგალითად — ახალი არომატების დუეტი Possess The Secret. ქალის არომატის შექმნა პარფიუმერი შთააგონა ლეგენდამ ქალღმერთის იდუნის შესახებ, რომელიც ამ ლეგენდის მიხედვით ჯადოსნური გამაახალგაზდავებელი ვაშლების მფარველი იყო. ეს ხილი ძალას და გამარჯვების რწმენას შემატებდა სხვა ღმერთებს. მამაკაცის არომატის Possess The Secret Man შექმნა შთაგონებულ იქნა ლეგენდით ღმერთი ტორის შესახებ, რომელიც ელვისა და შტორმის მბრძანებელი იყო. ტორის ურო სიმძლავრესა და გამოულეველი ენერგიის სიმბოლოს ასახავდა. ახალ კოლექციაში Possess The Secret წარმოდგენილია ტორისა და იდუნის მთავარი საიდუმლოები. იგრძენით მათი ძალა!