სკოლისაკენ ჰერი, ჰერი !

დასასრულს უახლოვდება ზაფხული და დედები ბავშვებს სკოლისთვის ამზადებენ. პირველმა სუსხიანმა შემოდგომის დღეებმა რომ ბავშვის ჯანმრთელობას არ ავნოს, შეამოწმე, გააკეთე კი ყველაფერი იმისთვის, რომ შენი შვილი ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს კლასში.

ძილი ყველაფრის საწყისია
საკმაოდ ძნელია, ზაფხულის არდადეგების შემდეგ დაუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ ეს  სავალდებულოა!  ბავშვისთვის აუცილებელია 9 საათიანი ღამის ძილი , რათა თქვენი შვილი იყოს ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.   

დილა მშვიდობის!
შენ, რასაკვირველია არა ერთხელ გსმენია, რომ საუზმე აუცილებელია მივირთვათ, განსაკუთრებით თუ ეს ბავშვის ორგანიზმს ეხება. პური, ახალი ხილი, ნატურალური იოგურტი, კვერცხი, აუცილებელია ბავშვისთვის, რათა იგი იყოს აქტიური და კარგი მოსწავლე - მას ხომ ბევრი ენერგია ესაჭიროება!

თუ უეცრად მოგშივდა
არავის უყვარს შიმშილის შეგრძნება! თუ გსურს, რომ შენი შვილი სწორად იკვებოს, მაშინ მოამარაგე იგი საჭირო პროდუქტებით: ახალი ხილის წვენით, სახლის პოპ-კორნით, ბოსტნეულით და მათგან მომზადებული სხვადასხვა კერძით.

ვის სჭირდება კვებითი დანამატი?
ბავშვის რაციონი უნდა შეიცავდეს ნორმალური ზრდა- განვითარებისთვის საჭირო მიკროელემენტებს და ვიტამინებს. სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი  შეგვიძლია  მილტივიტამინებით შევუვსოთ – მათ შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს A, C და D,  რომლებიც იმუნიტეტზე აგებენ პასუხს, კალცი და მაგნი - ენერგიის და კუნთოვანი ქსოვილის სწორი განვითარებისთვის, ომეგა- 3 - ტვინის სწორი მუშაობისთვის დაკალციუმი - მაგარი ძვლების და კბილებისთვის. ყველა ეს ვიტამინი შეგიძლიათ მოიძიოთ საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსში.

დღის განრიგი 
არ იფიქროთ, რომ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება იოლი საქმეა. იმისთვის, რომ დღის წესრიგს შევეჩვიოთ, დროა საჭირო. ახალ განრიგთან შეჩვევა დაიწყეთ სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.  

ვიმეგობროთ სპორტთან
ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია  ყოველდღიურად სულ მცირე 1 საათი ფიზიკური აქტივობა. ეს შეიძლება იყოს  მოძრავი თამაშები, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, ცურვა - რაც გნებავთ. სკოლის ფიზკულტურის გაკვეთილი კვირაში 2-ჯერ, არ არის საკმარისი, ხოლო რეგულარული ვარჯიში ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, ანვითარებს ყურადღებას და თავდაჯერებულობას.

შეინარჩუნე სიმშვიდე!
თუ შენი შვილი ნერვიულობს პირველად სკოლაში წასვლის წინ - ეს ნორმალურია, მითუმეტეს თუ წინ ელის ახალი სკოლა  და ახალი კოლექტივი.  სტრესის განმუხტვის საუკეთესო  საშუალეებაა გულახდილად დაელაპარაკო  ბავშვს, დაანახო მოვლენები სხვა რაკურსით- ეს არა მხოლოდ მასწავლებლები და გაკვეთილებია, არამედ -მეგობრები, თამაში და საინტერესო ურთიერთობები. შვილთან ერთად წადი მაღაზიაში ახალი ნივთის საყიდლად , ელაპარაკე თუ როგორ აღნიშნავ დაბადების დღეს, ვის მოიწვევ სტუმრად...ნახავ, რომ მოწყენილობა და შიში მაშინვე გაქრება. 

არ დაგავიწყდეს შენი თავი
ამდენი ხნის  დასვენების შემდეგ ,სწავლის დაწყების წინ, შეიძლება შენც დაგეწყოს ნერვიულობა და დისკომფორტი. დაურეკე დაქალს, დაელაპარაკე შენს შესახებ, მიდი სკოლაში და მიიღე მასწავლებლების შესახებ ინფორმაცია, დაუთმე დრო შენს ჰობს - შენს შინაგან დისკომფორთან გასამკლავებლად, ყველა საშუალება გამართლებულია!






ტექსტი: ფოტო: Getty Images