ბუნების სიყვარულით: განახლებული სერიის Love Nature-ის შესახებ

სახის მოვლის განახლებული სერია Love Nature გაგახარებს არა მარტო შესანიშნავი ტექსტურით, სასიამოვნო სურნელით და ბუნებრივი შემადგენლობით, არამედ დაგეხმარება ჩვენი პლანეტის დაცვაში.

ეკოლოგიური შეფუთვა
სერია Love Nature-ის ბოთლები და თავსახურავები 40%-ით შედგება გადამუშავებული პლასტმასისაგან: ეს ხელს უწყობს წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვას, რომლებიც დაიხარჯებოდა წარმოებაზე, აგრეთვე ნახშირბადის კვალის და ნაგვის რაოდენობის შემცირებას.

ბუნებრივი ინგრედიენტები
ჩვენი განახლებული სერიის Love Nature-ის ექსტრაქტები ქიმიკატების წვეთსაც კი არასდროს არ შეიცავდა – ინგრედიენტების გაზრდით და შეგროვებით დაწყებული, მათი დამუშავებით დამთავრებული, რითაც მცენარეთა თვისებებს ინარჩუნებს და შენი კანი მხოლოდ სარგებელს იძენს – და არაფერი ზედმეტი! განახლებული ხაზი Love Nature-ის ინგრედიენტები მზრუნველობით და სიყვარულით მოჰყავთ ორგანული ფერმების ეკოლოგიურ პირობებში პესტიციდების გამოყენების გარეშე. ამ გზით ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ დედამიწის ეკოსისტემები ნიადაგისა და წყლის დაბინძურების გარეშე. 

ბიოდეგრადირებადი ფორმულები
კოსმეტიკური ხაზის Love Nature-ის ყველა საშუალებებს ბიოდეგრადირებადი (ბიოხრწნადი) ფორმულა გააჩნია: გამდინარე წყლებში მოხვედრისას, ისინი შეიძლება რეციკლირებული (გადამუშავებული) იყვნენ ბაქტერიებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აზიანებენ მსოფლიო ოკეანეს. პლასტიკი ოკეანეში –– ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ამქერცლავ ნაწილაკებს –– მაგალითად, ნუშის ნაჭუჭს. 

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame