4 არომატი თვითდაჯერებულობისთვის

გასაუბრება ოცნების სამსახურში მოსახვედრად, მნიშვნელოვანი შეხვედრა, პაემანი ან უბრალოდ დღე, როდესაც გუნება-განწყობილება უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო — გიამბობთ, როგორ აირჩიოთ არომატი და თავი იგრძნოთ ყველაზე კარგად.

1. გააკეთო უკეთესად
არის მომენტები, როდესაც თავს უარესად გრძნობ, ვიდრე ოდესმე, თუმცა არაფერი საშინელი არ მომხდარა. ან მოხდა და შენ ვერაფრით ვერ იკრებ გონებას. აშკარა, თვალნათლივი ამბების გარდა (შესვენების გაკეთება, გასეირნება და გვირილიანი ჩაის დალევა), ასევე დაგეხმარებიან ხის არომატები. რატომ? ხის ნოტები რთულ სიტუაციებში დამამშვიდებლად მოქმედებენ, უფრო მეტიც, შეუძლიათ ნანატრი თავდაჯერებულობა და ძალები შეგმატონ. მაგალითად, წყვილი არომატები Possess The Secret. ქალის არომატის შესაქმნელად პარფიუმერი შთააგონა ლეგენდამ ქალღმერთ იდუნზე, ჯადოსნური გამაახალგაზრდავებელი ვაშლების მცველზე. ეს ნაყოფი სხვა ღმერთებს ძალას ანიჭებდა და გამარჯვების რწმენას აძლევდა. Possess The Secret Man  შექმნილია ღმერთი თორის შესახებ ლეგენდის შთაგონებით, რომელიც მართავდა ელვას და შტორმებს. თორის ურო სიმძლავრის და დაუოკებელი ენერგიის სიმბოლოა. Possess The Secret-ის ახალი კოლექცია შეიცავს თორის და იდუნის მთავარ საიდუმლოებებს. შეიგრძენი მათი ძალა! 

2. დაარწმუნო და გაიმარჯვო
ემზადები მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ან გასაუბრებისთვის და ღელავ? აირჩიე ქორფა, ცოცხალი ყვავილების არომატები. ისინი დაგეხმარებათ მოიკრიბოთ ძალები  და რაც არ უნდა მოხდეს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ასეთია არომატი Lucia Bright Aura  კესანეს, თეთრი მოცხარისა და კედარის ნოტებით სუფთა, ქორფა, ცოცხალი და გამოკვეთილი სურნელი, რომელიც თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ და ენერგიით აღგავსებთ.    

3. პირდაპირ გულში
პირველი პაემანი. რა ჩაიცვა? როგორი ვარცხნილობა გაიკეთო? და მაკიაჟი? ვაითუ წვიმა ან სეტყვა წამოვა, მოთოვს, ან რამეს ისეთს არ ვიტყვი? სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე. გჭირდება არომატი, რომელიც შენს მაგივრად ილაპარაკებს. ისეთი, როგორიცაა Eclat Mademoiselleქალური, ნაზი, რომანტიკული, დახვეწილი — ნამდვილი კლასიკა. მსხლის და ფრეზიის მწვანე ნოტები, ჰიბისკუსის და ვარდის ყვავილების ბუკეტი გულში და ხის მუშკის შლეიფი მას გულის სიღმემდე განგმირავს და შენზე დააფიქრებს. იდეალური არჩევანია პირველი პაემანისთვის.    .

4. იბრწყინო ყველაზე მეტად 
თუ შაბათს საღამოს წვეულებაზე წასვლას აპირებ და გინდა ყველა დაჩრდილო, შენთვის შემოთავაზება გვაქვს. ახალი არომატი On the Edgeის, რაც გჭირდება. აღმოსავლური და ხის, შავი იის, ფორთოხლის და კანის ნოტებით, რომელიც  ვნებიანობას მოგანიჭებს და თავის ბრწინვალედ წარმოჩენაში დაგეხმარება. ორიგინალური ფლაკონი შეიძლება ნებისმიერ კიდეზე (წახნაგზე) დადგა — ისე, როგორც შენ მოგწონს, ან ხელჩანთაში ატარო.     

ტექსტი: