4 მითი კვების შემცვლელების შესახებ

კოსმოსური მოგზაურობის შესახებ ფილმების ატრიბუტი ან სრულფასოვანი კვება, რომელიც შეესაბამება ცხოვრების დაძაბულ ტემპს? წონის შემცირების სწრაფი და არახანგრძლივი გზა ან სასურველი ფიგურის მიღწევის და შედეგის შენარჩუნების შესაძლებლობა? უთუოდ, უკვე გსმენია კვების შემცვლელების შესახებ, ან აპირებდი კიდეც მოსინჯვას. მოდით, ვეცადოთ ერთად "ჩამოვხსნათ გვირგვინი" ყველა მითს.

მითი №1: ისინი სრულიად უგემურია

კვების შემცვლელებზე ფიქრისას, თვალწინ წარმოგვიდგება რაღაც უგემური ნაზავი, რომელსაც პასტისმაგვარი კონსისტენცი აქვს. მსგავსი პროდუქტები წარსულში დარჩა! თანამედროვე კვების შემცვლელებს, როგორც წესი, აქვთ სხვადასხვა გემოვნური ვარიანტები (მაგალითად, ვანილი ან შოკოლადი) და წარმოდგენილია მადისაღმძვრელი კოქტეილების, ნოყიერი წვნიანების ან ბატონების სახით, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ის, რაც მოგწონთ, და გაამრავალფეროვნოთ კვების რაციონი.

მითი №2: ისინი ქმნიან გაუთავებელ შეზღუდვებს

ბევრი ფიქრობს, რომ კვების შემცვლელები უნდა ჭამო მუდმივად, ამიტომ ძნელი იქნება გაატარო სასიამოვნო საღამო მეგობრებთან ერთად ან ივახშმო ახალ რესტორანში, რომელიც ასე მოგწონს. არ ინერვიულო, ეს მითი ოფიციალურად შეიძლება ჩაითვალოს ძირგამოთხრილად! თანამედროვე პროდუქტები, მათ შორის საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის, შემუშავებულია შენი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, არ არის გამიზნული ყოველი კვების ჩასანაცვლებლად.

ჩაანაცვლე კვების შემცვლელებით ერთი ან ორი კვება, იმისდა მიხედვით, თუ რა გსურს - წონის შემცირება თუ შენარჩუნება. არ დაგავიწყდეს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად, შენი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული, მდიდარი ცილებითა და საკვები ბოჭკოებით და ასევე შეზღუდული მოხმარებული კალორიების რაოდენობით.

მითი №3: ეს მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა

კვების შემცვლელები, როგორიცაა ჩვენი საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის, შექმნილია იმისთვის, რომ მოგცეს უსაფრთხო და მოხერხებული გზა გრძელვადიან პერსპექტივაში წონის შესამცირებლად ან შესანარჩუნებლად. ჯერ კიდევ არ გჯერა? სამედიცინო ჟურნალში Obesity Review გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: ”არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ კვების შემცვლელების ჩართვა დიეტაში კალორიების შეზღუდვით უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას წონის დაკლებაში. კვების შემცვლელები მუშაობენ უკეთესად, ვიდრე წონის დამოუკიდებლად დაკლების მცდელობები, დაბალკალორიული დიეტის უფრო მკაცრი დაცვის წყალობით. წონის შემცირების კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგები აღინიშნება კვების შემცვლელების და ქცევის შეცვლისა და საზოგადოების მხარდაჭერის კომბინაციის დროს“.

ამასთან, კვების შემცვლელები დაბალანსებულია ნუტრიენტების რაოდენობით, მაგრამ შეიცავს ნაკლებ კალორიებს, ვიდრე ჩვეულებრივი სადილი ან ვახშამი. ისინი ადვილია მოსამზადებლად და მოსახერხებელია ნებისიერ ადგილას თან წასაღებად, რათა ნაკლებად მოიხმარო არაჯანსაღი პროდუქტები დღის განმავლობაში. როდესაც ყველაფერი საათის მექანიზმივით მუშაობს, ახალი ჩვევა ადვილად ხდება შენი ცხოვრების წესის ნაწილი. ეს არის კვების შემცვლელების წარმატების საიდუმლოება: ისინი ადვილად ეწერება შენს ყოველდღიურ რუტინაში, საჭმლის მომზადებაზე ბევრი დროის ხარჯვისა და ძალისხმევის გარეშე.

 

მითი №4: გამუდმებით ვიშიმშილებ ან ვიქნები ნახევრად მშიერი  - ან ყველაფერი ერთად!

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე გამუდმებით გადაიტანო  ყურადღება კუჭის სპაზმებზე და ფანტაზიებზე მომდევნო კვების შესახებ („გეთაყვა, გთხოვთ, მეტი კარტოფილი ფრი“) იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილო მნიშვნელოვან პრეზენტაციაზე ან შაბათ-კვირის საინტერესო გეგმებზე. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ გამუდმებით იყო მშიერი. მაგრამ მოარული აზრის საწინააღმდეგოდ, სწორი კვების შემცვლელი აუცილებლად დააკმაყოფილებს შენს მადას და აგავსებს ენერგიით. საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის არის სრულფასოვანი კვება, მდიდარი ცილებითა და უჯრედისით ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებისთვის, ასევე სასარგებლო ცხიმებით და 23 ვიტამინითა და მინერალებით, რომელიც ენერგიას გინარჩუნებთ მთელი დღის განმავლობაში.

ყველა საჭირო ნუტრიენტის მიღებით, შენ უკეთესად იგრძნობ თავს და შეძლებ კონცენტრირდე შენს მიზნებზე წონის შესამცირებლად ან შესანარჩუნებლად.

შეიტყვე მეტი ჩვენი კოქტეილის შესახებ
ტექსტი: