1. გაჭიმვა
თუმცა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ გაჭიმვის სარგებლობის ობიექტური მტკიცებები არ არსებობს, რეგულარული ვარჯიშები მოქნილობასა და მოძრაობის უნარის განვითარებისთვის ხელს უწყობს სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას. თუ ვარჯიშის შემდეგ დისკომფორტს განიცდით, შეეცადეთ სტატიკური პოზა შეინარჩუნოთ (მაგალითად, ხელებით მიწვდეთ ფეხის თითებს) 30 წამის განმავლობაში — ეს გარკვეული დროით მაინც დაგეხმარებათ.
2. ქაფის ლილვაკი
ქაფის ლილვაკი გამოიყენება დაღლილი კუნთების მასაჟისთვის და აგრეთვე ვარჯიშის შემდგომი სტრესის მოსახსნელად. ის წარმოადგენს დრეკად, მაგრამ რბილ ცილინდრს დიამეტრით 10-15 (ან მეტი) სანტიმეტრი და საოცრებებს აკეთებს, ადუნებს რა შებოჭილ კუნთებს. ამ ხერხს ექსტრემალური ვარიანტიც გააჩნია — იმავე მიზნით ისარგებლოთ ჩოქბურთის ბურთით.
3. დასვენება
თუ შეჯიბრებისთვის ემზადებით ან ფორმაში გსურთ მოიყვანოთ თავი მაღალი საზოგადოებისთვის განკუთვნილი რაიმე ღონისძიებისთვის, შეიძლება ჩაიდინოთ ტიპიური შეცდომა და დაიწყოთ ვარჯიში შესვენებების გარეშე. ეს საზიანოა, ნუ მოიქცევით ამგვარად. ჯერ ერთი, ასეთმა მიდგომამ შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს და მეორეს მხრივ — თქვენს კუნთებს დასვენება სჭირდება. წარმოიდგინეთ: ყოველი ჩაცუცქვა შტანგით უწვრილესი კუნთოვანი ქსოვილების გაწყვეტას იწვევს. მათ სჭირდება აღდგენა, რომ უფრო გაძლიერდნენ! გინდათ მიიღოთ შედეგი? დაისვენეთ დატვირთვის შემდეგ!
4. ცხელი ან ცივი აბაზანა
ცივი აბაზანა ვარჯიშის შემდეეგ ხელს შეუწყობს სისხლძარღვების შეკუმშვას და შეამცირებს შესაძლო შეშუპებას. თუ ძალიან სერიოზული დატვირთვის შემდეგ თქვენი კუნთები დაზიანებულია, აღზნებული ან დაღლილია, აბაზანა ყინულით მოგიხსნით უსიამოვნო სიმპტომებს. მეორეს მხრივ, სითბო ხელს უწყობს მოდუნებას, ახდენს სისხლის ცირკულირების სტიმულირებას და ეხმარება გადაღლილი კუნთების მოდუნებას.
5. მოაწყვეთ განტვირთვის დღეები
ისეთი ვარჯიშები, როგორც სიარული, ცურვა, იოგა, სირბილი ძუნძულით შეიძლება შესრულდეს მცირე დატვირთვით, რათა გადაღლილ კუნთებს მიეცეს დასვენებისა და მოდუნების საშუალება. ასეთ მიდგომას «აქტიური აღდგენა» ეწოდება. ამ დროს ხდება სისხლის მიმოქცევის სტიმულირება, ხოლო კუნთებში იწყება აღდგენითი პროცესები შემდეგი ვარჯიშისთვის. განტვირთვის დღეების მოწყობა უმჯობესია მაღალი დატვირთვის მქონე დღეებს შორის.