გამოდი შაბათობაზე
აირჩიე შენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერი წყალსაცავი და იკისრე მისი შეფობა: ამიერიდან დიდი წყლის ეს მცირე ნაწილი იდეალურ წესრიგში იქნება! შეკრიბე მეგობრების ჯგუფი და მოაწყვე დასუფთავება ადგილობრივი მდინარის, ტბორის ან ნაკადულის ნაპირზე. ერთობლივი მუშაობა აერთიანებს, აახლოვებს, ხოლო ნაგავი შეიძლება გადამუშავდეს.
დაკეტე ონკანი
უბრალოდ დაიწყე ამის გაკეთება! ეს მხოლოდ ჩანს, რომ შენ უბრალოდ არ დაკეტე ონკანი, სანამ კბილებს იხეხავდი. მაგრამ წარმოიდგინე, რომ იგივეს აკეთებენ შენი მეზობლები, მთელი სახლი, მთელი ქუჩა და სრულიად ქალაქის მაცხოვრებლები. და პლანეტაზე ხომ ასობით ათასი ასეთი ქალაქია.
გარდა ამისა, გლობალურ ოკეანეზე უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენ მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დონე და ნახშირბადის კვალი. გამორთე შუქი და ელექტრო ხელსაწყოები, კვირაში ერთხელ ავტომანქანის ნაცვლად აირჩიე ველოსიპედი. ჩვენ ორიფლეიმში ვიყენებთ მხოლოდ ენერგიის განახლებად წყაროებს ყველა ჩვენს შენობებში.
დაეხმარე რეგულარულად
იპოვე ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ოკეანის და მის მკვიდრთა დაცვით და იფიქრე იმაზე, რომ გახდე მოხალისე ან ყოველთვიურად გადარიცხო მცირეოდენი თანხა მის დასახმარებლად. ასე შენ არა მარტო წვლილს შეიტან მსოფლიო ეკოლოგიაში, არამედ გექნება ახალი მეგობრების შეძენის შანსი და საერთო სულისკვეთებით განმსჭვალული ადამიანების პოვნის შესაძლებლობა.