თქვენს რაციონში მინერალების დამატების 5 ხერხი

ჯანმრთელობისთვის ვიტამინების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ყველა და მინერალები რამდენად საჭიროა? გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენს ჩამონათვალს და გაიგოთ, რომელი პროდუქტები შეიცავს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან მინერალებს და რა უნდა დაუმატოთ თქვენს რაციონს იმისათვის, რომ საკვები სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის.

1. კალცი
კალცი აუცილებელია ძვლებისა და კბილებისთვის. ის მონაწილეობს კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფუნქციების რეგულირებაში, აგრეთვე აუცილებელია სისხლის შედედებისთვის.

რა უნდა დაემატოს რაციონს: რძე და რძის ნაწარმი, ბროკოლი, მწვანილი (მაგალითად, კომბოსტო და ისპანახი). 


2. რკინა
რკინა საჭიროა ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობისთვის, აუცილებელია ენერგიის სინთეზისას და მელანინის გამომუშავებისთვის. აგრეთვე ის მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის წარმოებისთვის და პასუხს აგებს შემაერთებელი ქსოვილის მდგომარეობაზე. რკინის უკმარისობის შემთხვევაში ჩვენ განვიცდით მძინარობას და ვერ ვახერხებთ ყურადღების მოკრებას.

რა უნდა დაემატოს რაციონს: მწვანილი, ბარდა, ოსპი და ტოფუ. 


3. მაგნიუმი
ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმში სამასზე მეტი სახეობის ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ენერგიის წარმოების, სისხლ-ძარღვთა და კუნთოვაბი სისტემების ფუნქციონირების ჩათვლით. 

რა უნდა დაემატოს რაციონს: ნიგოზი, პარკოსნები, თევზი და მთელმარცვლოვანი მცენარეები 


4. თუთია
ნამდვილი მებრძოლია ინფექციების წინააღმდეგ! თუთია აუცილებელია იმუნური სისტემის ჰორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია  ნაკლებად მიდრეკილებს გვხდის  გაციებისა და გრიპის მიმართ და ეხმარება ორგანიზმს ჭრილობების შეხორცებაში. გახლეჩს ნახშირწყლებს, პასუხს აგებს კანის სიჯანსაღეზე და აგრეთვე მონაწილეობს მხედველობითი, ყნოსვითი და გემოთი აღქმის პროცესებში.

რა უნდა დაემატოს რაციონს: კრევეტები, მთელმარცვლოვანი მცენარეები, გოგრის თესლები, კოვიო და ისპანახი. 


5. იოდი
იოდი — აუცილებელი ელემენტია ფარისებრი ჯირკვალის მუშაობისთვის, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, სიმაღლეს, განვითარებას და ორგანიზმის რეპროდუქციულ ფუნქციას. 

რა უნდა დაემატოს რაციონს: ბარდა, რძის პროდუქტები, თევზი და კვერცხი.

ტექსტი: ფოტო: Getty Images