1. იდექი საკუთარზე
ფეხზე დგომისას ორგანიზმი 40%-ით მეტ კალორიას ხარჯავს. ამასთანავე, მცირდება წონის მომატების და გულის დაავადებათა განვითარების რისკი, აგრეთვე, ტკივილი ზურგის არეში. ადამიანები, რომლებიც ექვს საათზე მეტ ხანს სხედან დღის განმავლობაში, 37%-ით უფრო მეტად იმყოფებიან ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ. იმუშავე რეგულირებად მაგიდასთან და ეცადე ადგე, რაც შეიძლება უფრო ხშირად.
2. მოახერხე ჯანსაღი წახემსება
თუ სადილმა მოულოდნელად მოგისწრო და საფუძვლიანად ვერ იგემე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ტკბილეული უნდა შეისყიდო უახლოეს მაღაზიაში. გაჩერდი! აირჩიე პროტეინის ბატონები დაბალი გლიკემიური ინდექსით ან კოქტეილები «ნეჩურალ ბალანსი». ისინი ამცირებენ შიმშილის გრძნობას და ტკბილის მიღების მოთხოვნილებას, აქვეითებენ მადას, უზრუნველყოფენ ოპტიმალურ კვებას, მუხტავენ ენერგიით და ზრდიან კონცენტრაციას.
3. დაეხმარე თავის ტვინს
სისუსტე, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ცუდი გუნება-განწყობილება — ყველა ამ სიმპტომების გადაჭრა შესაძლებელია არა მარტო სპორტის და ჯანსაღი კვების მეშვეობით. დაამატე ყოველდღიურ რაციონში ვიტამინები და მინერალები, მიიღე ომეგა 3, რათა ხელი შეუწყო თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გაზარდო ამტანიანობა და გააუმჯობესო ფიზიკური მდგომარეობა.
4. გაინძერი
რაც უფრო დიდხანს არ მოძრაობ დღის განმავლობაში, მით უფრო დიდია სხეულში ტკივილების და დაძაბულობის გაჩენის რისკი. გააკეთე შესვენება: ყოველ ნახევარ საათში მომართე და დააყენე მაღვიძარა და ადექი სკამიდან. მიდი ქულერამდე და დალიე წყალი, გადი ქუჩაში და გაისეირნე, შეხვდი კოლეგას. სამუშაო ადგილზე ცოტა რომ გაიზმორო, გაიწელო და გასწორდე, ესეც ჯერ არავის აუკრძალავს. საღამო ჟამს კი სპორტით ან იოგით დაკავდი.
5. არ დაგავიწყდეს ვიტამინების შესახებ
D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო არის მზის სინათლე, ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ნახევარსაათიანი გასეირნება მზეზე ათი ჭიქა რძის ტოლფასია. D ვიტამინი გვჭირდება კალციუმის შესათვისებლად, აგრეთვე, იმუნური და კუნთოვანი სისტემის სწორი, გამართული ფუნქციონირებისთვის. D ვიტამინის უკმარისობა იწვევს ძვლოვანი სისტემის დაავადებებს, ამიტომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი მისი მიღება საკმარისი რაოდენობით.