1. კროსფიტი (WOD)
შესანიშნავი ვორკაუტი – აუცილებელი არ არის ნიშნავდეს მრავალი საათის გატარებას სატრენაჟორო დარმაზში. მაგალითად, კროსფიტის ისეთი სახესხვაობა, როგორც WOD (Workout Of the Day /დღის ვარჯიში) შეიცავს რამდენიმე მაღალინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს, რომლებიც თქვენ უნდა შეასრულოთ მოკლე დროში. მონახე ასეთი ვარჯიშების მაგალითები სპეციალურ აპლიკაციებში სმარტფონისთვის, ნახე ვიდეო იუთუბზე და შეამოწმე შენი თავი გამძლეობაზე.
2. სპორტი პლაჟზე
სპორტი და გარუჯვა – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ხელბურთი, ჩოქბურთი ან პინგ-პონგი – აირჩიე რაც თქვენს გულს მოწონს. ქვიშა დამატებით დატვირთვას იძლევა ფეხებისთვის, შესანიშნავი კომპანია – განწყობას, ხოლო სპორტი – ენერგიას და გამარჯვების სიხარულს გაძლევთ. მხოლოდ ნუ დაგავიწყდებათ სანსკრინის გამოყენება, სათვალეების გაკეთება და ქუდის ან რამის თავზე დახურვა.
4. სპორტული სიარული
გააღვიძეთ თქვენში თავგადასავლების მაძიებელი და ფეხით გაემგზავრეთ მსოფლიოს გამოსაკვლევად (ან თუნდაც უახლოეს პარკში). ფეხით სიარულის ყოველ საათში თქვენ დაწვავთ 200 კალორიას – ცუდი არ არის, არა?
4. ცურვა
ცურვა – მშვენიერი ვარჯიშია ცხელი ზაფხულის თვეების დროს. ის აჩუქებს სხეულს სასურველ სიგრილეს და დაგეხმარებათ ყველა კუნთის გავარჯიშებაში. Win-win! მოსინჯეთ აგრეთვე წყლის აერობიკა, რათა მიანიჭოთ კუნთებს დამატებითი ტონუსი.
5. იოგა
მონახეთ მყუდრო ადგილი ჩრდილში, გაშალეთ ნოხი და ისიამოვნეთ სიმშვიდით. იოგას ვარჯიშები საშუალებას მოგცემთ ყურადღება მიაქციოთ იმ თვისებებს, რომელთა განვითარება გსურთ. მოქნილობა, ბალანსი ან ძალა – აირჩიეთ, რა უფრო მოგწონთ და დააკვირდით ცვლილებებს.