ნათურის თბილი შუქი: როგორ ზემოქმედებენ გაჯეტები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე

ნოუთბუქებს, სმარტფონებს, აიპადებს და სხვა გაჯეტებს, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ, ცუდი რეპუტაცია აქვთ. ამბობენ, რომ ლურჯი გამოსხივება ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე. ვინ თქვა ეს? მოდით გავარკვიოთ.

1. ისინი ყველგან არის
არა მარტო მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი ან კომპიუტერი ასხივებს ლურჯ სხივს. ამ გამოსხივების ძირითადი წყარო (ვერც კი მიხვდები!) მზის შუქია. საქმე იმაშია, რომ მზის შუქი მოიცავს ცისარტყელას მთელ სპექტრს ულტრაიისფერიდან (UV) ინფრაწითლამდე და ლურჯ ფერს ამ სპექტრის უმეტესი ნაწილი უკავია. ლურჯი ადამიანის თვალისთვის ხილული შუქის ფაქტიურად მესამედ ნაწილს შეადგენს. სხვათა შორის, ამიტომაც აქვს ცას ცისფერი ფერი.   


2. ვარჯიში თვალებისთვის
მწვანე ან წითელი ფერისგან განსხვავებით ლურჯი  ტალღის მოკლე სიგრძით და რხევის მაღალი სიხშირით გამოირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლურჯი ტალღები ნაწილობრივ თვალის ფსკერს აღწევენ, დანარჩენი გზადაგზა იფანტება, გამოსახულება ნაკლებად მკაფიო გამოდის. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველდღიურად ჩვენს მიერ ეკრანთან გატარებულ დროს, მივხვდებით, რომ  თვალები გამუდმებით გვეძაბება, უფრო სწრაფად ვიღლებით და ვგრძნობთ წნევას და თავის ტკივილებს.   

3. კიდევ ერთი სტატია და დავიძინებ
ნაცნობი სიტუაცია: დრო შუაღამეს დიდი ხანია გადასცდა, შენ კი ვერა და ვერ გადადე გვერდზე სმარტფონი; როდესაც შემდეგ დაძინებას ცდილობ, არაფერი არ გამოდის? არ არის გასაკვირი, რადგანაც ლურჯი შუქი ცნობილი ძილის დამრღვევია. ჩვენი ორგანიზმი ლურჯი შუქის მიმართ მგრძნობელობის გაზრდით გამოირჩევა. ამ უკანასკნელს ძალუძს ბიორიტმებში ჩარევა (შინაგანი «საათები», რომლებიც პასუხს აგებენ ძილის, სიფხიზლისა და ორგანიზმის სხვა განმეორებადი მოვლენების ციკლებზე). ყველანი განსხვავებულები ვართ: ზოგიერთი ჩვენგანი ლურჯ შუქზე მეტად რეაგირებს, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ფაქტია, რომ ძილის წინ სოციალურ ქსელებში, იუთუბზე ჩამოკიდებამ ან ტელევიზორთან ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ბიორიტმების დარღვევა. მაშ, როგორ შევწყვიტოთ? იფიქრე იმაზე, თუ როგორ უნდა ადგე ხვალ დილით და სცადე გაჯეტები დილამდე გადადო. 

4. ყველაფერი არც ისე ცუდათ არის
ყველაფრის მიუხედავად, ლურჯ შუქს დადებითი მხარეები გააჩნია. დამტკიცებულია, რომ ის ზრდის კოგნიტიურ ფუნქციებს და ამაღლებს გუნება-განწყობილებას. უფრო მეტიც, ლურჯი შუქის ზემოქმედება ორგანიზმს ეხმარება ჯანმრთელი ბიორიტმების შენარჩუნებაში. ამიტომ, თუ მზიან ამინდში გასეირნების შესაძლებლობა გაქვს, არ გაუშვა შანსი ხელიდან.   


5. როგორ შევამციროთ ნეგატიური ზემოქმედება?
ცხადი პასუხია: ნაკლებად ისარგებლე გაჯეტებით.  რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მეტად ახამხამეთ თვალები: რაც უფრო დიდხანს მივჩერებივართ ეკრანს თვალის დახამხამების გარეშე, მით უფრო მეტია ალბათობა თვალებში არასასიამოვნო სიმშრალის შეგრძნების გაჩენისა. ამიტომ ხშირად ახამხამე თვალები. შემდეგი გადაწყვეტილება: შეიძინე სპეციალური სინათლის ფილტრი სმარტფონის, პლანშეტის და კომპიუტერის ეკრანისთვის გამოსხივების ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. ასეთი ფილტრი დაგეხმარება დაიცვა კანი ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ზემოქმედებისაგან და თავიდან აიცილო კანის ნაადრევი დაბერება. კიდევ ერთი გადაწყვეტილება: მრავალფუნქციური სახის დამცავი კრემი SPF 50 NovAgeეს კრემი უზრუნველყოფს კანის მაქსიმალურ დაცვას UVA და UVB-გამოსხივებისგან და აქვს ფილტრი UVA/PA++++.

ტექსტი: