კანის მოვლასთან დაკავშირებით 5 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა

იცვლება თუ არა კანის ტიპი დროთა განმავლობაში? რა უფრო მნიშვნელოვანია — გაწმენდა თუ დატენიანება? შეიძლება თუ არა ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტების გამოყენება, თუ მშრალი კანი გამაჩნია? ეს და სხვა მწვავე კითხვები ჩვენ დაუსვით ორიფლეიმის კანის კვლევის ინსტიტუტის დირექტორს სიუზანა ფაბრის იმისათვის, რომ გავერკვიოთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კანის მოვლის პროდუქტების შერჩევა კანის ტიპის გათვალისწინებით? 
პროდუქტების შერჩევა კანის ტიპის გათვალისწინებით დაგეხმარებათ სწრაფად გადაწყვიტოთ ესა თუ ის პრობლემა და, რაც მთავარია, — არ გააღრმავოთ ის. მაგალითად, თქვენ გაქვთ  მშრალი კანი. გარემოს ნეგატიური ზეგავლენისგან კანის დასაცავად და ბარიერული შრის შესანარჩუნებლად თქვენ დაგჭირდებათ საშუალებები გაჯერებული ფორმულით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში უფრო მსუბუქი ტექსტურა უზრუნველყოფს საჭირო დატენიანებას, დაგეხმარებათ ცხიმის ზედმეტად გამოყოფის და მაშასადამე  აკნეს და ანთების თავიდან  აცილებაში. 

რა ტიპის კანი არსებობს? 
ჩვეულებრივ ჩვენ ვსაუბრობთ კანის მშრალ, ნორმალურ და ცხიმიან ტიპზე. მაგრამ  ასევე სხვა მდგომარეობებიც არსებობს. როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანიც შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან გაუწყლოვანებული. მთავარია შეარჩიო მოვლა ამ წარმოებულებიდან გამომდინარე. 


იცვლება თუ არა კანის ტიპი დროთა განმავლობაში?
დროთა განმავლობაში  კანის ტიპი შეიძლება შეიცვალოს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს  ჰორმონალური ცვლილებები, გარემო, ცხოვრების წესი, სტრესი და კლიმატი. მეორე მხრივ, კანი უნდა შეეჩვიოს ცვლილებებს და ადაპტირდეს ახალ პირობებზე. კარგი ახალი ამბავია: თქვენ შეგძლიათ დაეხმაროთ კანს! აირჩიეთ უფრო გაჯერებული ტექსტურები ზამთარში, ხოლო ზაფხულში კი გამოიყენეთ  ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებები

რომელი ნაბიჯია ყველა მნიშვნელოვანი კომპლექსურ მოვლაში?
ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. კომპლექსურ მოვლას ტყუილად კი არ უწოდებენ კომპლექსურს. მისი თითოეული ნაბიჯი  იდეალურად ავსებს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებენ  ერთმანეთის ეფექტურობას. მნიშვნელოვანია ყველაფერი: გაწმენდა, დატენიანება, კვება და დაცვა. შრატები კომპლექსური მოვლის შემადგენლობაში გეხმარებათ სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტაში. სახის მკვებავი ზეთი (მაგალითად, Ecobeauty-ს ზეთიდამატებით კვებას უზრუნველყოფს.  

შეიძლება თუ არა სხვადასხვა ტიპის კანისთვის განკუთვნილი პროდუქტების გამოყენება?
დიახ, ჩვენ გირჩევთ მოახდინოთ კანის მოვლის ადაპტირება საჭიროებებიდან გამომდინარე.   გრძნობთ, რომ კრემების გაჯერებული ტექსტურა არ არის შენი? აირჩიე მსუბუქი ფლუიდები. უეცრად ლოყებზე კანი აგექერცლათ, მიუხედავად იმისა რომ წინად ყველაფერი ნორმალურად იყო? დაბრუნდით საწყის საშუალებებზე.

ექსპერტის რჩევა: 
კომპლექსური მოვლა ნაოჭების წინააღმდეგ NovAge Ecollagen ხელმისაწვდომია ორ ვარიანტად: მსუბუქი და  ჩვეულებრივი დღის კრემით. მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დამატებით სხვა საშუალებების შერჩევა.

ტექსტი: ფოტო: Oriflame