ნაკრები NovAge Ecollagen Light (მსუბუქი დღის კრემით) (ნოვეიჯ იქოლეჯენ ლაით)
NovAge

ნაკრები NovAge Ecollagen Light (მსუბუქი დღის კრემით) (ნოვეიჯ იქოლეჯენ ლაით)

29380
247,99 GEL 354,00 GEL
6 ცალი
მიტანა

მიტანა

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში როგორ შევიძინოთ.


მოსინჯე კომპლექსური მოვლა NovAge Ecollagen მსუბუქი დღის საცხით! ორიფლეიმის სახელგანთქმული საშუალებების განახლებული სერია ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად, ორი ინოვაციური ინგრედიენტით - დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგიითა და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით. ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით, ინოვაციური სამეცნიერო მიღწევები და ორიფლეიმის 4-ნაბიჯიანი სისტემა, სადაც თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებს წინას, ხოლოდ შემუშავებული ფორმულები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს, შენ იღებ კანის კომპლექსურ მოვლას და რეალურ შედეგებს - ნაოჭების რაოდენობის შემცირებას 33%-მდე მხოლოდ 12 კვირაში*.


ნაკრებში შედის:


•გამწმენდი გელი-ქაფი (200 მლ/კოდი 32596).
  • მატონიზირებელი საშუალება (200 მლ/კოდი 32128).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი (15 მლ/კოდი 31546).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი (30 მლ/კოდი 31547).
  • მსუბუქი ნაოჭების საწინააღმდეგო დღის საცხი (50 მლ/კოდი 32655).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი (50 მლ/კოდი 31545).

*12 კვირის განმავლობაში ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგებით 31 ქალის მონაწილეობით.

კომპლექსური ნაოჭების საწინააღმდეგო მოვლა NovAge Ecollagen

4-ნაბიჯიანი სისტემა ყოველდღიური მოვლისათვის NovAge Ecollagen პროდუქტებით შექმნილია ისე, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებდეს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებს ერთმანეთის ეფექტურობას.

კლინიკურად დამოწმებულია, რომ NovAge Ecollagen კანის მოვლის კომპლექსური გამოყენება 7-ჯერ უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება.


ნაბიჯი 1: წმენდა

იმისათვის, რომ გაიწმინდო კანი, მოვაშორო ჭუჭყისა და მაკიაჟის ნარჩენები, გამოიყენე გამწმენდი გელი-ქაფი NovAge Ecollagen (32596) და მატონიზირებელი საშუალება NovAge Ecollagen (32128). ისინი არა მხოლოდ აუცილებელ სისუფთავესა და სიხალისეს აჩუქებს კანს, არამედ ასევე საცხის შემადგენლობაში არსებულ აქტიურ ნივთიერებებს მისცემს საშუალებას უფრო ღრმად ჩააღწიონ კანის ფენებში და უფრო ეფექტურად იმოქმედონ.


ნაბიჯი 2: თვალის გარშემო კანზე ზრუნვა

თვალების გარშემო კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. იმისათვის, რომ უზრუნველყო თვალის გარშემო კანის დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა NovAge Ecollagen (31546) გამოიყენე ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის ნაზი საცხი Nოვგე ცოლლაგენ (?).


ნაბიჯი 3: აქტივატორი

იმისათვის, რომ უზრუნველყო შენი კანისათვის აუცილებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და გააძლიერო დღისა და ღამის საცხების ზემოქმედება, წაისვი ნაოჭების საწინააღმდეგო მაღალეფექტური შრატი NovAge Ecollagen (31547).


ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა

დაასრულე კომპლექსური მოვლა დღისა და ღამის საცხების გამოყენებით. მსუბუქ, ნაოჭების საწინააღმდეგო დღის საცხს NovAge Ecollagen (32655) გააჩნია უფრო მსუბუქი ტექსტურა (ნაოჭების საწინააღმდეგო დღის საცხი SPF 15 NovAge Ecollagen-სგან განსხვავებით (31544), ანიჭებს კანს აუცილებელ დატენიანებასა და სიხალისეს, ასევე შესანიშნავად გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ. ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის საცხი NovAge Ecollagen (31545) უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებასა და კანის აღდგენას ღამით.


შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია მიეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც სერია NovAge Ecollagen პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსური მოვლისას, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართოთ ისინი თქვენს მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენოთ სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები:


ყველა საშუალებაში, მატონიზირებელი საშუალებისა და გელი-ქაფის გარდა:

  • ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი (nicotiana sylvestris leaf cell culture): ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას და ბლოკავს მისი ენზიმების შემანელებლებს. შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს და ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. ეფექტი აშკარაა და დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით: NovAge Ecollagen საშუალებები ამცირებს ნაოჭების გაჩენას 33%-ით 12 კვირაში, არბილებს, აგლუვებს და ახალისებს კანს. კლინიკურად დადასტურებულია ასევე, რომ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეების ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს 200%-ით მეტად.

  • დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგია (hydrolyzed rice protein, triticum monococcum seed extract, hydrolyzed yeast protein): ეფუძნება სამ მცენარეულ პეპტიდს, რომელიც მიიღება ხორბლის, ბრინჯისა და საფუარისაგან და გააჩნია ძლიერი ანტიასაკობრივი თვისებები: ხორბალი იცავს დნმ-ს ფოტოდაბერებისაგან, ბრინჯი ააქტიურებს უჯრედულ ენერგიას, ხოლო საფუარი პასუხისმგებელია კოლაგენის სინთეზზე. აბორატორიულ პირობებში თითოეული ეს პეპტიდი აჩვენებს კოლაგენის წარმოების სტიმულირების მაღალ უნარს და ერთად ისინი აჩვენებნ გასაოცარ სინერგიულ ეფექტს - კოლაგენის სინთეზი თითქმის ორჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე თითოეული ცალკეული პეპტიდის შემთხვევაში.

მხოლოდ თვალის საცხში:

  • კოფეინი (caffeine): ეხმარება უპეების ჩაშავებასა და შეშუპებასთან ბრძოლაში, ასევე ანიჭებს კანს ბზინვარებას.
  • კომპლექსი Eyeliss: შეიცავს აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას, რომელთა ერთობლივი ზემოქმედება აუმჯობესებს კანის დრეკადობასა და ელასტიურობას, მოქმედებს თვალების გარშემო კანის მიკროცირკულაციაზე, ხელს უშლის უპეების შეშუპებასა და ჩაშავებას.
  • ძირტკბილას ექსტრაქტი (euphrasia officinalis extract): უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და მატონიზირებელ ეფექტს, ხელს უშლის უპეების ჩაშავებას.

მხოლოდ მატონიზირებელ საშუალებაში:

  • CellRenew ტექნოლოგია: ეხმარება ეპიდერმისში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას და ხელს უწყობს განახლებასა და მკვდარი უჯრედების დელიკატურ მოშორებას, ამაღლებს დანარჩენი საშუალებების ეფექტიანობას. დაფუძნებულია ჰიდროქსიმჟავასა და აქტიური დამატენიანებელი კომპონენტების უნიკალურ კომბინაციაზე.

მხოლოდ გამწმენდ გელ-ქაფში:


  • ტექნოლოგია CellActive: შეიცავს გულდასმით შერჩეულ ინგრედიენტებს, რომლებიც ნაზად ზემოქმედებენ კანზე, ეფექტურად, ღრმად და ამავდროულად დელიკატურად წმენდენ მას გამოშრობის გარეშე. დამატებითი მზრუნველი კომპონენტები არბილებენ, ატენიანებენ და აგლუვებენ კანს.

ანტიასაკობრივი საშუალებების და კომპლექსური გადაწყვეტილებების სერია  NovAge Ecollagen , დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნბრივ კომპონენტებზე, მცენარეთა ღეროვან უჯრედებსა და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.