1. წითელი და ყვითელი ბოსტნეული
წითელი და ყვითელი ბოსტნეული, მაგალითად, გოგრა, ასკილი, ხურმა, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ტკბილი (ბულგარული) წიწაკა — მდიდარია ბეტა-კაროტინით, A ვიტამინის კაროტინოიდით(ანუ წინამორბედით), რომელიც კანის დამცავი და აღმდგენი თვისებებით არის ცნობილი. ეს ნამდვილი"must-have" არის!
2. თევზი და ზღვის პროდუქტები
ზღვის პროდუქტები და თევზი მდიდარია კანისთვის, თმისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით და სასარგებლო მიკროელემენტებით. მაგალითად, სელენი (სელენიუმი) ამაგრებს თმის ძირებს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს თავის კანს, სპილენძი ხელს უშლის ჭაღარის გაჩენას. ნიაცინი, ბიოტინი და იოდი აუცილებელი მიკროელემენტებია კანის ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. დაიწყე თევზის და ზღვის პროდუქტების ორი ულუფით კვირაში, ეს ჯანსაღი სტარტი იქნება.
3. ისპანახი
ნამდვილი სუპერ-გმირები — კეილის სალათი (ხუჭუჭა კომბოსტო), ბროკოლი და ჭარხალი — ყველა ეს მწვანე ბოსტნეული მდიდარია რკინით, ბეტა-კაროტინით და C ვიტამინით. მაგრამ ყველაზე მთავარი და სამყაროს უნივერსალური გმირი არის ისპანახი. დაამზადე სალათი, შეურიე ერთმანეთს ხილი და ბოსტნეული, მოამზადე ორთქლზე ან ცხელ კერძებზე ზევიდან დააწყვე. მთავარი რჩევა – პროდუქტის თბურად დამუშავებისას ნუ გამოიჩენ ზედმეტ გულმოდგინებას – რაც უფრო მეტია ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები სასარგებლო ნუტრიენტი რჩება ისპანახში. უკეთესი იქნება, თუ ისპანახს უმად მიირთმევ.
4. კენკრა
კენკრა დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას აუმჯობესებს. კენკრა შეიცავს აგრეთვე დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს, როგორც ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. მიირთვი საუზმეზე მარწყვი, შავი მოცხარი და მოცვი, მოამზადე სმუზი ან მორთე დესერტები. ნუ შეგეშინდება გაყინული კენკრის გამოყენებისა: გაყინვისას ყველა სასარგებლო ნივთიერება ინახება, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია მიირთვა ახალი და სასარგებლო პროდუქტები. მთავარია კენკრა მიირთვა მაცივრიდან ამოღებისთანავე.
5. თხილი და სუპერფუდები
პატარა და მარჯვე – ნიგოზი ან კედრის წიპწიპო, ნუში, ჩიას, მზესუმზირის თუ გოგრის თესლი – ყველა მათგანს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის კანისა და თმის სიჯანსაღის, სილამაზის და ბზინვარების შენარჩუნებაში. თავად იმსჯელე: სელენი, ცინკი, ბიოტინი პასუხისმგებელნი არიან კანის სიმკვრივესა და დატენიანების დონეზე, აგრეთვე ხელს უწყობენ თმის გამაგრებას და ჯანსაღ ბზინვარებას. დღეში ერთი მუჭა ნიგვზის ან მზესუმზირის თესლის მირთმევა სრულიად საკმარისია.