კაილა იტსინესი
ავსტრალიელი ფიტნეს-ბლოგერი 7.7 მლნ ხელმომწერით, პერსონალური ტრენერი და მეწარმე. კარლამ შექმნა ვარჯიშების საკუთარი 12-კვირიანი პროგრამა Bikini Body Guide, რომელსაც ფიტნეს-დარბაზი არ სჭირდება. ყველაზე მეტი ლაიქი მისი კლიენტების «მდე და შემდეგ» ისტორიებს ხვდება. ცვლილებები მართლაც სერიოზულია. შეამოწმებ?
შენც შთაგაგონებს: @kayla_itsines
ჟანნა ვან დიჟკი
აღიარებული ექსპერტი ლაიფსტაილის კატეგორიაში, პერსონალური ტრეინერი და ბლოგერი სოციალურ ქსელებს იყენებს გამოცდილების, რეკომენდაციების და რჩევების გასაზიარებლად ფიტნესის და ჯანსაღი კვების შესახებ. მხიარულმა და პოზიტიურმა ჟანამ იცის, როგორ შთააგონოს ხელმომწერებს, იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები და თავდაჯერებულები.
მოძებნე სოციალურ ქსელში: @zannavandijk
რეიჩელ ბრეგენი
შვედმა მწერალმა, ორატორმა და იოგა-გურუმ წლები მოანდომა იოგის შესწავლას აშშ-ში, ვიდრე მისი ხელმომწერების ბაზამ ორ მილიონს არ მიაღწია. საკუთარ ინტსტაგრამში რეიჩელი ერთმანეთის მონაცვლეობით დებს იოგის ასანების, ბავშვების, ძაღლების, სამოთხის მსგავსი პეიზაჟების, ოჯახის და საკვების ფოტოებს, რომლებიც სულაც არ ასახავენ იდეალურ სამყაროს. ნორმალური ადამიანური ინსტაგრამია. მოაწერეთ ხელი!
გაწევრიანდი, დაალაიქე: @yoga_girl
ჯანეტ ჯენექსი
ფიტნესის ჰოლივუდელმა ტრეინერმა 25 წლიანი გამოცდილებით ყველაფერი იცის სხეულისა და სულის ძალის შესახებ. თუ ინტენსიურ და ეფექტურ ვარჯიშებს ეძებ, ეს სწორედ ის შემთხვევაა.
ინსტაგრამი: @msjeanettejenkins
ბელლა ფალკონი
ენერგიულმა ბრაზილიელმა, ულამაზესი ტანით, არაჩვეულებრივი კარიერა შეიქმნა აშშ-ში. თავი დაანება რა იურიდიულ უნივერსიტეტს, ბელა აშშ-ში გაემგზავრა, მუშაობა მოდელად დაიწყო ამერიკული და ბრაზილიური სპორტული ჟურნალებისთვის, შემდეგ კი დიეტოლოგთა სკოლაში ჩააბარა. შედეგად — გამარჯვებები ტურნირებში, ბედნიერი ოჯახი და სპორტული კვების ბრენდებისგან მიღებული განაცხადები რეკლამაზე. ეძებ კარგ სპორტულ ვიდეო გაკვეთილებს სახლისთვის? სასწრაფოდ დარეგისტრირდი ბელას ინსტაგრამზე!
აი, ისიც: @bellafalcon