10 წუთიანი ტესტი
საჭმლის მონელების პროცესი იწყება საკვების მიღებამდე. ამის მიზეზია საჭმლის ვიზუალური მხარე და მისი სურნელი, რომელიც იწვევს პირის ღრუში ენზიმების გამოყოფას. თუ გჩვევია ზედმეტი საკვების მიღება, შეისვენე 10 წუთი სანამ აიღებ დამატებით პორციას. ზუსტად ამდენივე დროა საჭირო, რომ კუჭმა გაუგზავნოს ტვინს სიგნალი დანაყრების შესახებ. იმისათვის რომ იყო ჯანმრთელი, აუცილებელია ნელა და დიდხანს დაღეჭო საკვები.
მიიღე სუპერ საკვები
არ არსებობს ჯადოსნური პროდუქტები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებს. მაგრამ რამდენიმე პროდუქტს ახასიათებს ასეთი თვისება - ასეთ საკვებს ჩვენ ვეძახით „სუპერ-საკვებს“. ესენია: მოცვი და ისპანახი, რომელიც შეიცავს ასტაქსანტინის დიდ რაოდენობას, თევზის ქონი, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ ომეგა-3-ს, ასევე პარკოსნები, როგორც პროტეინების წყარო.
იარე ფეხით
დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით. ყოველდღიურ ვარჯიშს უნდა დაუთმოთ არა ნაკლებ 30 წუთი, და ყველაზე კარგი გამოსავალია ფეხით სიარული. ეცადეთ, რომ ფეხით სიარული გერჩივნოთ მანქანით სიარულს, ან ლიფტით ასვლის მაგივრად ახვიდეთ კიბეზე ფეხით.
ისაუზმე
შენ ალბად გაგიგია ადრეც, რომ საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ადამიანისთვის. საუზმისგან იმუხტები ენერგიით და სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც გაძლევენ საშუალებას რომ მთელი დღის განმავლობაში იყო კონცენტრირებული და ყურადღებიანი. დაბალანსებული საკვები ასევე გეხმარება წონის კონტროლში. ჩაამატეთ თქვენს რაციონში კვერცხი, ბურღულეული, ხილი და ნატურალური იოგურტები.
წაიხემსე გონებით
ბევრი ჩვენთაგანისთვის დღის მეორე ნახევარი წარმოადგენს „წახემსების“ პერიოდს. მაგრამ იმისათვის რომ ხელი გაიწოდო ნამცხვრისკენ, არჩიე ხილი ან ბოსტნეული და აკონტროლე რომ ეს შეადგენდეს 100-200 კალორიას. დღეში ორი-სამი ასეთი წახემსება გაგიუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და დაგეხმარება წონის კონტროლში.