ვარჯიში წყვილებისთვის

ერთობლივი სპორტული ვარჯიში არა მხოლოდ დაგეხმარებათ მიაღწიოთ საუკეთესო ფიტნეს შედეგებს, არამედ გაგიმყარებთ ურთიერთობებს და დაგაახლოვებთ.

1. ცეკვები 
წყვილების ცეკვა  - ეს არის გზა ჯანმრთელობისკენ  და ჯანსაღი ურთიერთობებისკენ, იმიტომ, რომ ცეკვა  – არის ურთიერთობა, რომელიც გაახლოვებს, არ გზღუდავს და გმატებს ბედნიერების შეგრძნებას.

2. კრივი 
იმისათვის, რომ უფრო ძლიერი, მოხერხებული და ჰარმონიულად განვითარებული გახდეთ, უფრო და უფრო მეტი მამაკაცი და ქალი ირჩევს კრივით ვარჯიშს. თუ ეძებთ სერიოზულ სპორტს, კრივი საუკეთესო არჩევანია, რომელიც დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში. გარდა ამისა ის ძალიან ეფექტურია სტრესისი მოსახსნელად.

3. ჩოგბურთი
ჩოგბურთი და მსგავსი ვარჯიშები – სკვოში, ბადმინტონი, პინგ-პონგი – საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც წყვილში თამაშს ანიჭებს უპირატესობას. თუ ორივე ახალბედები ხართ ამ სახეობის სპორტში, აიყვანეთ მრწვრთნელი, რომელიც გასწავლით სწორი ჩაწოდების ტექნიკას, ხოლო თუ მოისურვებთ ჯგუფურ ვარჯიშს, შეგიძლიათ მიხვიდეთ საჩოგბურთო კლუბში და შეეჯიბროთ ან გაცვალოთ წყვილები.

4. არკო-იოგა 
არკო-იოგა – ეს არის წყვილთა პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს აერობიკის და იოგის ელემენტებს. ამ სპორტის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ერთი პარტნიორის მიერ მეორის დაჭერას და აწევას. ეს სპორტი ნდობაზეა დაფუძნებული. 

5. სიარული 
ასეირნოდ წასვლა – რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი? ამისათვის არ გჭირდება არც სპეციალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ სიარულის რიტმი და მანძილი, გახვიდეთ ბუნებაში – ეს ამცირებს სტრესის დონეს და რაც მთავარია დატკბით ერთმანეთის კომპანიით და ამავე დროს გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა!







ტექსტი: ფოტო: Getty Images